"მოვიდა ბუტა და მითხრა სახლში გაეთრიეო... შემაფურთხა" - რას ამბობს პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული

"მოვიდა ბუტა და მითხრა სახლში გაეთრიეო... შემაფურთხა" - რას ამბობს პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის მკვლელობაში ბრალდებულ ბესიკ ტაკიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულმა დღეს სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დანის გამოყენებას პოლიციელის შეშინების მიზნით ცდილობდა და შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მისივე განცხადებით, პოლიციელ ბუტა ანთაძესთან წლების განმავლობაში უთანხმოება ჰქონდა.

„დაკავებისას იზოლატორში წყალს არ მასმევდნენ, საპირფარეშოშიც არ მიშვებდნენ. რასაც მედავებიან არ ვეთანები. მეგობრებთან ერთად მდინარეზე ვიმყოფებოდი საქეიფოდ და დანა თან მქონდა წაღებული. უკან დაბრუნებისას გამოვედი სოფელ მუხაესტატეს ცენტრში, სადაც ხის გადატანა მიმდინარეობდა. სახლისკენ რომ მივდიოდი ხალხმრავლობა დავინახე. პოლიციელებიც დავინახე და საუბარს შევეცადე. მოვიდა ბუტა ანთაძე და მითხრა სახლში გაეთრიეო... შემაფურთხა, რის გამოც ავღელდი. ნერვებმოშლილმა დანა ავიღე და გამოვიყენე. შეშინება მინდოდა, ვიდრე მოკვლა. სამწუხაროდ, ეს ტრაგედია მოხდა, რის გამოც ძალიან ვწუხავრ და ვუსამძიმრებ ოჯახს",- განაცხადა ბესიკ ტაკიძემ.

პროკურორის ფრიდონ ქარცივაძის თქმით, ბრალდებულმა ბესიკ ტაკიძემ წინასწარ დაგეგმა და განზრახ მოკლა პოლიციელი ბუტა ანთაძე.

გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. წინასასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წლის 7 აგვიტოს, 11:30 საათზე გაიმართება.

ნახეთ ვიდეო: როგორ გამოიყურებოდა მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობაში ბრალდებული, როცა მას პატიმრობა შეეფარდა

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს