სისხლიანი გარჩევა კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის - პროკურორი ნიუ-ჯერსის შტატში, გამოფენაზე მომხდარი სროლის შესახებ

სისხლიანი გარჩევა კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის - პროკურორი ნიუ-ჯერსის შტატში, გამოფენაზე მომხდარი სროლის შესახებ

ნიუ-ჯერსის შტატში, ქალაქ ტრენტონში ერთ-ერთ გამოფენაზე მომხდარი სროლა, რომლის შედეგადაც 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის არსებული კონფლიქტით იყო გამოწვეული.

როგორც CNN-ს მერსერის ოლქის პროკურორმა ანჯელო ონოფრიმ განუცხადა, შემთხვევა ტერორიზმს არ უკავშირდება. სროლის დაწყებამდე იმ შენობაში, სადაც გამოფენა Art All Night იმართებოდა, კრიმინალური დაჯგუფებების წევრებს შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა.

ამ ეტაპზე სროლაში 3 პირია ეჭვმიტანილი. ერთ-ერთ მათგანი მოკლულია, ორი კი დაკავებული. არ არის გამორიცხული, რომ ეჭვმიტანილთა რიცხვი კიდევ გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ 22 დაშავებულიდან 17-ს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული, დანარჩენები კი ჭყლეტაში მოყვნენ. ოთხი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

საერთო ჯამში ღონისძიებას ათასამდე ადამიანი ესწრებოდა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე