"მანქანის გასაღები პოლიციას ჰქონდა... არ გამოვრიცხავ, დანაზე ერთი წვეთი სისხლი მოაცხო" - 20 წლის გოგონას მკვლელობის საქმის განხილვა დაიწყო

"მანქანის გასაღები პოლიციას ჰქონდა... არ გამოვრიცხავ, დანაზე ერთი წვეთი სისხლი მოაცხო" - 20 წლის გოგონას მკვლელობის საქმის განხილვა დაიწყო

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო. მკვლელობაში ბრალი გოგონას შეყვარებულს, ლადო გრიგალაშვილს ედება.

ბრალდებული ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი მტკიცებულებების ფალსიფიკაციაზე საუბრობს. როგორც ნაირა ოტიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიების მიერ გამოცხადებულ მკვლელობის იარაღზე, დანაზე არანაირი სისხლის კვალი არ იყო და არ გამორიცხავს, რომ "დანაზე სისხლის წვეთი წაუსვეს". ამასთან, ნაირა ოტიაშვილის თქმით, დანის პარამეტრები არ ემთხვევა ჭრილობების ზომებს და აქედან გამომდინარე, ადვოკატი მიიჩნევს, რომ ჭრილობები გარდაცვლილზე არაა მიყენებული იმ დანით, რომელიც გამოძიების მიერაა ამოღებული.

მისივე თქმით, გარდაცვლილი გოგონასათვის მიყენებული 33 ჭრილობა, როგორც ბრალდების ფორმულირებაშია, არ არის დანით მიყენებული.

„გოგონას ჭრილობები სხვადასხვა საგნით აქვს მიყენებული. ძალიან დიდ რაოდენობით ჭრილობები თავში აქვს მიყენებული, რაც დანა არ არის და ამას ადასტურებს ბრალდების მხარის დასკვნები. დანის ეს ზომები არანაირად არ ემთხვევა გოგონასათვის მიყენებული ჭრილობების ზომებს. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ მხოლოდ ერთი შესაძლებლობა არსებობს სისხლის იქ აღმოჩენის, იმ პირობებში, როცა დანის ზომები არ ემთხვევა. მოხდა მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია. თუ ეს დანა არ არის, რომლითაც გოგონას აქვს ჭრილობები მიყენებული, შესაბამისად, მასზე გოგონას სისხლის კვალი არ უნდა იყოს და თუ არის, მაშინ გამოსაძიებელია, რატომ არის.

ზუსტად ვიცი, რომ მანქანის გასაღები პოლიციას ჰქონდა. ვიდრე კანონიერ ჩხრეკას ჩაატარებდა, მთლიანი მანქანა დაათვალიერა, ნახა სად რა იყო და არ გამოვრიცხავ, დანაზე, რომელიც თავის ზომებით მკვლელობის იარაღი არ არის, შესაძლოა ერთი წვეთი სისხლი მოაცხო. თუ დანა გარეცხილია, მაშინ ერთი წვეთიც არ უნდა იყოს", - განაცხადა ნაირა ოტიაშვილმა.

ამ წუთებში სასამართლოს წინაშე შესავალ სიტყვას ბრალდების მხარე ამბობს. პროცესი პროკურორების მოთხოვნით დაიხურა, რადგან შესავალ სიტყვაში ისინი ლადო გრიგალაშვილისთვის წაყენებულ მეორე ბრალსაც შეეხებიან, რომელიც კიდევ ერთი ახალგაზრდა გოგოს პირად ცხოვრებას შეეხება.

გარდა მკვლელობისა, გრიგალაშვილს პროკურატურა სხვა საქმესაც, კერძოდ, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოყენებით თანხის გამოძალვასაც ედავება. საგამოძიებო უწყების ცნობით, საუბარია კიდევ ერთ ახალგაზრდა გოგონაზე, რომლის პირადი ხასიათის ფოტო და ვიდეო მასალები გამოძიების ვერსიით ლადო გრიგალაშვილმა მოიპოვა და ამ მასალების გახმაურების მუქარითა და შანტაჟით, გრიგალაშვილი გარკვეულ თანხას ითხოვდა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს