1-ელი ივლისიდან პოლიციელების ხელფასი გაიზრდება

1-ელი ივლისიდან პოლიციელების ხელფასი გაიზრდება

შს მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებით, 1-ელი ივლისიდან პოლიციელებს ხელფასები გაეზრდებათ. ამის შესახებ გახარიამ პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულს სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. გახარიას ინფორმაციით, 13 200 პოლიციელს ხელფასი 250-250 ლარით გაეზრდება. მინისტრობის კანდიდატის განმარტებით, პოლიციელების ხელფასების ზრდა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც სამინისტროში ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდა.

„1-ელი ივლისიდან 13 200 პოლიციელს ხელფასი 250 ლარით გაეზრდება. ეს არის ის მინიმუმი, რომელიც ჩვენ შევძელით და გავაკეთეთ დღეს და ხაზგასმით უნდა ავღნიშნო, რომ ყველა ის ნაბიჯი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, დიდწილად არის იმ საბიუჯეტო ეკონომიების ხარჯზე გაკეთებული, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ამ 6-7 თვის განმავლობაში. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ადმინისტრაციულ ნაწილში შსს-ში იყო ძალიან სერიოზული გადახრა ადმინისტრაციულ ფუნქციებზე დანახარჯების კონტექსტში. ჩვენ, როგორც ფაქტი, შევამცირეთ 500-ზე ცოტა მეტი ადმინისტრაციული პოზიცია, რამაც მოგვცა საშუალება, როგორც ტექნოლოგიურ ნაწილში განგვეახლებინა აღჭურვილობა, ასევე გაგვეზარდა ხელფასები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ვიდეო: 1-ელი ივლისიდან პოლიციელების ხელფასი გაიზრდება

"იყო შემთხვევა, როცა შვილი შეეძინა და დიდი ხანი ნანახი არ ჰყავდა შვილი" - პრემიერმა პოლიციელები დააჯილდოვა

ბასილაშვილის საქმეზე შესაძლოა, ნოვაკ ჯოკოვიჩი დაკითხონ

"ჟორიკა რურუას თვალებს რა დამავიწყებს?! იარაღი გადაგვატარა მე და ჩემს და-ძმებს..." - როგორ იხსენებს 90-იანების თბილისში მომხდარ თორაძეების მკვლელობას გადარჩენილი მოწმე