"რეზონანსი" - საწვავის ქართული ბაზარი რუსეთმა თანდათან ხელში ჩაიგდო

"რეზონანსი" - საწვავის ქართული ბაზარი რუსეთმა თანდათან ხელში ჩაიგდო

რუსეთი ნავთობპროდუოტების ბაზარზე მთავარი მოთამაშე გახდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მეზობელი ქვეყანა სტრატეგიული პროდუქტის მოწოდებას მთლიანად აკონტროლებს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ხორბალზე ისედაც რუსეთზე ვართ ჩამოკიდებული, ახლა იგივე საწვავზე მეორდება. მტრულად განწყობილი სახელმწიფოს იმედად დარჩენა ქვეყანას დიდ საფრთხეს უქადის, რაც 2008 წლის მოვლენების დროსაც გამოჩნდა. თუკი აქამდე აზერბაიჯანული და თურქმენული საწვავის იმპორტი მეტ-ნაკლებად აქტიური იყო, მათი წილი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა.

საუბარი მიდის, რომ 2019 წლიდან საქართველოში დიზელის საწვავზე ერთბაშად „ევრო-5"-ის სტანდარტი დაწესდეს. ასეთ შემთხვევაში ქვეყანაში შეწყდება შედარებით იაფი აზერბაიჯანული და თურქმენული საწვავის შემოტანა და ამ ნიშას მთლიანად რუსეთი აითვისებს. მართალია, ბულგარეთიდან მაღალი ხარისხის საწვავის იმპორტი ხდება, მაგრამ ისიც რუსული კომპანია „ლუკოილის" მეშვეობით შემოდის, თანაც, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ევროპული საწვავი, მაღალი ფასის გამო, რუსულს კონკურენციას ვერ გაუწევს და საქართველო შეიძლება ოკუპანტი ქვეყნის მოწოდების ამარა აღმოჩნდეს.

საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2017 წელს ქვეყნააში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მომწოდებელი სწორედ რუსეთი იყო, საიდანაც წელს 127 ათასი ტონა (მთელი იმპორტის 29,5%) საწვავი შემოვიდა. რუმინეთიდან იმპორტმა - 109 ათასი ტონა (25,4%), ხოლო თურქმენეთიდან 70,7 ათასი ტონა (16,4%) შეადგინა. გასათვალისწინებელია, რომ აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან მხოლოდ დიზელის საწვავის იმპორტი ხორციელდება.

სპეციალისტები რუსეთიდან იმპორტის გააქტიურების მიზეზად საწვავის შედარებით დაბალ ფასს მიიჩნევენ. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი ამბობს, რომ რუსეთიდან საწვავის იმპორტის ზრდა ბუნებრივი პროცესია, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის ნამდვილი რისკია. განაგრძეთ კითხვა

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო