სააპელაციო სასამართლომ "ბახალა" პატიმრობაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ "ბახალა" პატიმრობაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს (ბახალა) 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გიორგი გიორგანაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის წარუდგინეს. თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას ნარკოტიკული საშუალება პოლიციამ ჩაუდო.

წაიკითხეთ: "პირველივე პროცესზე გადამეწურა იმედი..." - გიორგი გიორგანაშვილმა სასამართლო დარბაზი დატოვა

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს