სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 21 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 21 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს 21 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. როგორც პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ს.ს. "ენერგო პრო -ჯორჯიაში" სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გუშინ 21 წლის შოთა ბერიაშვილი გარდაიცვალა. მათივე ცნობით, უბედური შემთხვევის სავარაუდო მიზეზი გახდა ის, რომ მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორზე მიმდინარე სამუშაოებისას ელექტროენერგია არ იყო გამორთული. როგორც პროფკავშირებში აცხადებენ, შოთა ბერიაშვილი აღნიშნული კომპანიის მეექვსე თანამშრომელი იყო, რომელიც საწარმოო შემთხვევის შედეგად გასული 1 წლის განმავლობაში დაიღუპა.

„საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირი "ენერგო პრო - ჯორჯიაში" დაფიქსირებული მსგავსი შემთხვევების მიზეზად სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების წესების არასათანადო დაცვას, დასაქმებულთა გადამზადების არასრულყოფილ მექანიზმებს, დაბალი ხელფასების ფონზე პროფესიონალი სპეციალისტების გადინებას და არასაკმარის საშტატო ერთეულს მიიჩნევს. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მონაცემებით, მხოლოდ წელს საწარმოო შემთხვევების შედეგად სამუშაო ადგილზე 22 ადამიანი გარდაიცვალა და 18 დაშავდა. პროფკავშირების გაერთიანება ქმედით შრომის ინსპექციას უკვე წლებია მოითხოვს,“ - ნათქვამია პროფკავშირების ინფორმაციაში.

პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კომპანია „ენერგო პრო - ჯორჯიაში“ გამოეხმაურნენ. როგორც „ენერგო პრო - ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ყველა ასეთი შემთხვევა კომპანიის თითოეული თანამშრომლის ტრაგედიაა.

„ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე, კომპანიის შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ დეტალურ მოკვლევას, აგრეთვე, კანონმდებლობის შესაბამისად, სამართალმცველების მიერ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მოკვლევის მონაცემებით, ყოველ აღნიშნულ შემთხვევაში, სამუშაოთა მწარმოებლებს გავლილი ჰქონდათ შესაბამისი მომზადება და ფლობდნენ მაღალი კვალიფიკაციის ჯგუფებს. რაც შეეხება პროფკავშირების განცხადებას - ხელფასების სიმცირესა და კადრების გადინებასთან დაკავშირებით",ენერგო-პრო ჯორჯია“ აღნიშნულს სიცრუეს უწოდებს. ხაზგასასმელია, რომ ენერგეტიკის პროფკავშირების ხელმძღვანელობასთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია და საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა, შესაბამისად, მათ მუდმივად აქვთ წვდომა კომპანიაში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის შრომის უსაფრთხოების შესაბამისი სწავლებების, საკადრო პოლიტიკის თუ სახელფასო,“ - ნათქვამია „ენერგო პრო - ჯორჯიას“ განცხადებაში.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო