მელანია და დედოფალი - აშშ-ს პირველმა ლედიმ ლეტიციას ჩაიზე უმასპინძლა

მელანია და დედოფალი - აშშ-ს პირველმა ლედიმ ლეტიციას ჩაიზე უმასპინძლა

ესპანეთის მეფე და დედოფალი აშშ-ში იმყოფებიან. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, ვიდრე დონალდ ტრამპი და მეფე ფილიპე მეექვსე ოვალურ კაბინეტში ოფიციალურ შეხვედრას მართავდნენ, მელანიამ დედოფალ ლეტიციას ჩაიზე უმასპინძლა.

ლეტიციას მაიკლ კორსის კაბა ეცვა, აშშ-ს პირველმა ლედიმ კი არჩევანი ვალენტინოს კაბაზე შეაჩერა.

ესპანეთის სამეფო წყვილის ვიზიტს ვაშინგტონში უამინდობა დაემთხვა. ტრამპებმა ლეტიციასა და ფილიპესთან ერთად ფოტოკამერებთან იპოზიორეს.

„დიდი პატივია, ესპანეთის მეფესა და დედოფალს ვუმასპინძლოთ. ესპანეთი არაჩვეულებრივი ქვეყანაა, იქ არც ისე დიდი ხნის წინ ვიმყოფებოდით და ძალიან გვიყვარს,“ - აღნიშნა ტრამპმა.

ფილიპესთვის თეთრ სახლში მეფის რანგში მეორე ვიზიტია. ტახტზე ის 2014 წელს ავიდა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე