ტრამპი - უნდა დავაპატიმროთ ადამიანები, რომლებიც ჩვენ ქვეყანაში არალეგალურად შემოდიან

ტრამპი - უნდა დავაპატიმროთ ადამიანები, რომლებიც ჩვენ ქვეყანაში არალეგალურად შემოდიან

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმ ადამიანების დაკავების აუცილებლობის შესახებ განაცხადა, რომლებიც უკანონოდ კვეთენ შტატების ტერიტორიას.

„ყოველთვის უნდა დავაპატიმროთ ადამიანები, რომლებიც ჩვენ ქვეყანაში არალეგალურად შემოდიან. 12 ათასი ბავშვიდან 10 ათასს მშობლები გზავნიან ძალიან საშიშ მოგზაურობაში და მხოლოდ 2 ათასი მიდის მშობლებთან ერთად, რომელთაგან ბევრი არაერთხელ ეცადა შემოსულიყო ჩვენ ქვეყანაში არალეგალურად“ , - დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

მისი თქმით, ამჟამად კონგრესს საუკეთესო შესაძლებლობა აქვს შეცვალოს სასაცილო და მოძველებული სამიგრაციო კანონები.

მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკას ძლიერი უსაფრთხოება უნდა ჰქონდეს თავის საზღვრებზე.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე