უმრავლესობის დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე ავარიაში მოყვა

უმრავლესობის დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე ავარიაში მოყვა

უმრავლესობის დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე ავარიაში მოყვა. შემთხვევა ზესტაფონში იმ დროს მოხდა, როდესაც "ქართული ოცნების" წევრი ქუთაისიდან თბილისში ბრუნდებოდა. მის ავტომობილს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მირკროავტობუსი შეეჯახა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიკროავტობუსის მძღოლი, რომლის ბრალეულობაც გამოიკვეთა, დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის შესაბამისად.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო