მშობლებს და შვილებს ერთმანეთს აღარ დააშორებენ - ტრამპმა განკარგულება გამოსცა

მშობლებს და შვილებს ერთმანეთს აღარ დააშორებენ - ტრამპმა განკარგულება გამოსცა

დონალდ ტრამპმა ხელი მოწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც აშშ-ს საზღვართან ემიგრანტ ბავშვებსა და მშობლებს ერთმანეთს აღარ დააშორებენ.

„ხელს ვაწერთ ბრძანებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ოჯახის წევრები ერთად ყოფნას შეძლებენ, თუმცა, ამავე დროს, უზრუნველვყოფთ, გვქონდეს ძლიერი, დაცული საზღვარი,“ - განაცხადა ტრამპმა.

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა აზრი მას შემდეგ შეიცვალა, რაც მსოფლიოს პოლიტიკურმა სპექტრმა და რელიგიურმა ლიდერებმა საზღვარზე მშობლებისა და შვილების გაცალკევება დაგმეს. მედიაში ბოლო დღეების მანძილზე ვრცელდებოდა ატირებული ბავშვების ფოტოები და აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, რომლებსაც აშშ-მექსიკის საზღვარზე მშობლებთან დაშორება მოუხდათ. ბავშვების ნაწილი მიჰყავდათ ცენტრებში, სადაც დიდ გალიებში უწევდათ ყოფნა.

დონალდ ტრამპი, ასევე, ამბობს, რომ პოზიცია არ შეუცვლია.

„საზღვარი ისეთივე მტკიცე იქნება, როგორიც აქამდე იყო, თუმცა ოჯახის წევრებს ერთმანეთისგან აღარ დავაშორებთ,“ - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე