ემოციური კადრები - მამამ ცეცხლმოკიდებული მანქანიდან ავტომრბოლელი შვილი გადმოიყვანა

ემოციური კადრები - მამამ ცეცხლმოკიდებული მანქანიდან ავტომრბოლელი შვილი გადმოიყვანა

ავტორბოლის დროს ერთ-ერთმა მძღოლმა კონტროლი დაკარგა და მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. "დეილი მეილის" ინფორმაციით, მაიკ ჯონსმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ კედელს შეეჯახა, შემდეგ კი - მოცურდა. მანქანა აალდა, სხვა მძღოლებმა შეძლეს მას არიდებოდნენ.

ნახეთ ვიდეო

ჯონსი ცეცხლმოკიდებულ მანქანაში დაახლოებით 15 წამის მანძილზე დარჩა. მისი მამა, რომელსაც მაისური და შორტები ეცვა, ღობეზე სწრაფად გადახტა და შვილი მანქანის კარიდან გადმოიყვანა.

მაიკის სამშვიდობოზე გაყვანის შემდეგ მამა უკან მიბრუნდა, რათა მაშველებს ცეცხლის ჩაქრობაში დახმარებოდა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს