მელანია ტრამპი ემიგრანტი ბავშვების მოსანახულებლად გაემგზავრა ქურთუკით, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

მელანია ტრამპი ემიგრანტი ბავშვების მოსანახულებლად გაემგზავრა ქურთუკით, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

აშშ-ს პირველი ლედი მელანია ტრამპი მექსიკის საზღვართან გაემგზავრა ემიგრანტი ბავშვების თავშესაფრის მოსანახულებლად, თუმცა, CNN-ის ინფორმაციით, საერთაშორისო ყურადღება არა მისმა გამგზავრებამ, არამედ ჟაკეტმა მიიპრყო.

აეროდრომზე მელანია „ზარას“ მწვანე ქურთუკით მივიდა, რომელზეც ეწერა „მე სულ არ მადარდებს, შენ?“ ("I really don't care. Do u?")

ნახეთ ვიდეო : მელანია ტრამპი ჩაცმულობის გამო მსოფლიო მედიის ქარცეცხლში მოექცა

ტეხასში ჩაფრენისას იგივე მოსაცმელი მას არ ცმია, თუმცა დაბრუნებისას კვლავ „ზარას“ 39-დოლარიანი მოსაცმელით გადაიღეს.

პირველი ლედის გუნდი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ ჟაკეტს რაიმე სხვა მნიშვნელობა აქვს.

„უბრალოდ სამოსია, არანაირი დაფარული გზავნილი. ტეხასში დღევანდელი მნიშვნელოვანი ვიზიტის ფონზე, იმედი მაქვს, მედია პირველი ლედის გარდერობზე არ იქნება ფოკუსირებული,“ - განაცხადა მელანიას წარმომადგენელმა სტეფანი გრიშემმა.

მოგვიანებით, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ზარას“ მესიჯი მედიისთვის იყო განკუთვნილი. პრეზიდენტმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ მელანიამ იცის, რამდენად „უნამუსოდ მუშაობენ მედიასაშუალებები, რომელიც ყალბ ამბებს იგონებენ და პირველ ლედის ეს სრულიად აღარ ადარდებს".

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე