სად არის ახლა 2 წლის ბავშვი, რომელიც მსოფლიომ საზღვარზე გადაღებული ფოტოებით გაიცნო

სად არის ახლა 2 წლის ბავშვი, რომელიც მსოფლიომ საზღვარზე გადაღებული ფოტოებით გაიცნო

პატარა ჰონდურასელი გოგონა, რომელიც მექსიკის საზღვარზე გადაღებული სურათით მთელმა მსოფლიომ გაიცნო, დედასთან ერთად იმყოფება და კარგად არის, ამის შესახებ გოგონას მამამ განაცხადა, ინფორმაციას "ტელეგრაფი" ავრცელებს.

დენის ხავიერ ვარელა ჰერნანდეზის ინფორმაციით, მისი ორი წლის გოგონა იანელა მის ცოლთან, სანდრასთან ერთად თავშესაფარში იმყოფება.

ჰერნანდეზი, რომელიც გემის კაპიტანია, ამბობს, რომ ცოლთან არ უსაუბრია, თუმცა შეატყობინეს, რომ სანდრა ტეხასში სასამართლოს წინაშე წარდგებოდა.

ბავშვის მამა ამბობს, რომ შვილის სურათის ნახვამ გული საშინლად ატკინა.

„ვიტირე, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ძნელია... დარწმუნებული ვარ, ჩემს ცოლს ძალიან ეშინოდა საზღვრის გადაკვეთის,“ - ამბობს ჰერნანდეზი.

მისივე თქმით, ურჩევდა ცოლს, აშშ-ში არ გამგზავრებულიყო, თუმცა სანდრას მტკიცედ ჰქონდა გამგზავრება გადაწყვეტილი და ფიქრობდა, რომ აშშ-ში სამსახურის შოვნას შეძლებდა. ჰერნანდეზის ინფორმაციით, მისმა ცოლმა ქალაქი ისე დატოვა, რომ ოჯახის წევრებისთვისაც არაფერი უთქვამს.

„გადაწყვეტილებაში მხარს არ ვუჭერდი. ვეკითხებოდი, რატომ აკეთებდა ამას, რატომ უნდა გაევლო ეს ყველაფერი ჩვენს პატარა გოგონას?!“ - აცხადებს ჰერნანდეზი.

მისივე თქმით, სანდრა შვილთან ერთად 3 ივნისს გაემგზავრა და მას შემდეგ ცოლ-შვილის შესახებ არაფერი სმენია.

„შვილთან დამშვიდობების საშუალებაც არ მომეცა, ახლა კი მხოლოდ ის დამრჩენია, რომ ველოდო. ჩემს ცოლზე არ ვარ გაბრაზებული, თუმცა ვფიქრობ, რომ უპასუხისმგებლოდ მოიქცა, როდესაც ბავშვთან ერთად წავიდა, არავინ იცოდა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო,“ - ამბობს იანელას მამა.

წყვილს კიდევ სამი შვილი ჰყავს, 14 წლის უესლი, 11 წლის სინდი და 6 წლის ბრიანა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე