უგანდაში, ლტოლვილთა ბანაკში საფეხბურთო მატჩის ტრანსლაციის დროს მომხდარ ჩხუბს 4 ადამიანი ემსხვერპლა

უგანდაში, ლტოლვილთა ბანაკში საფეხბურთო მატჩის ტრანსლაციის დროს მომხდარ ჩხუბს 4 ადამიანი ემსხვერპლა

უგანდაში, ლტოლვილთა ბანაკში მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩის ტრანსლაციის დროს ჩხუბი მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა. დაკავებულია სამხრეთ სუდანელი 15 ლტოლვილი.

პოლიციის წარმომადგენლის პატრიკ ონიანგოს განცხადებით, ჩხუბი ორი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს შორის მოხდა.

„დინკას ეთნიკური ჯგუფის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ვიდეოდარბაზი დატოვა, დაბრუნებულს კი მის ადგილზე ნუერის ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი დახვდა. კონფლიქტი ჩხუბში გადაიზარდა, დაიღუპა 4 და დაშავდა რამდენიმე ადამიანი. პოლიციამ 15 პირი დააკავა“, - განაცხადა პატრიკ ონიანგომ.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე