საწვავი კიდევ 2-9 თეთრით გაძვირდა

საწვავი კიდევ 2-9 თეთრით გაძვირდა

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ზოგიერთ ბრენდირებულ სადგურზე საწვავი კიდევ გაძვირდა. კერძოდ, ფასებმა ზოგიერთი ტიპის საწვავზე 2-9 თეთრით მოიმატა.

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, დღეის მდგომარეობით, "გალფის" ავტოგასამართ სადგურებზე 3 თეთრით მოიმატა „სუპერის“ ფასმა და 2.58 ლარი ღირს; 1 ლიტრი „G-Force პრემიუმის“ ფასი 2.37 ლარიდან 2.44 ლარამდე გაიზარდა; 9 თეთრით გაძვირდა „G-Force ევრო რეგულარი“ და 2.39 ლარი გახდა; 1 ლიტრი „რეგულარი“ კი 2.34 ლარი ღირს, მაშინ როცა 6 ივნისის მდგომარეობით, 2.25 ლარი იყო; „ევრო დიზელისა“ და დიზელის ღირებულება კი არ შეცვლილა და მათი ფასი შესაბამისად, 2.49 ლარი და 2.44 ლარია. 6 ივნისის შემდეგ საწვავის ფასი შეიცვალა „ლუკოილის“ სადგურებზეც. კერძოდ, „ევრო სუპერის“ ტიპის საწვავი 2.53 ლარი ღირს, მაშინ როცა 6 ივნისის მდგომარეობით, მისი ფასი 2.50 ლარი იყო, 3 თეთრით გაძვირდა „პრემიუმ ავანგარდი“ და 2.36 ლარი ღირს, 6 თეთრით მოიმატა „ევრო რეგულარის“ ფასმა და 2.26 ლარი გახდა; „ევრო დიზელის“ ფასი კი 2.30 ლარიდან 2.36 ლარამდე გაიზარდა. განაგრძეთ კითხვა

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო