ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა და-ძმა ემსხვერპლა

ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა და-ძმა ემსხვერპლა

ზესტაფონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა და-ძმა ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა. მსუბუქი მარკის ავტომობილი, რომელშიც ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, გზიდან გადავიდა და ამობრუნდა. ავარიის შედეგად ასევე დაშავდა სამი ადამიანი. ისინი ამჟამად საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილი და-ძმა ლალი და თემურ მახარაძეები არიან. ავარია იმ დროს მოხდა, როდესაც ისინი თბილისიდან ოზურგეთის რაიონში მიდიოდნენ.

როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ძიება 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

იხილეთ ვიდეო: ძლიერი ავარია ზესტაფონში: დაიღუპა და-ძმა, დაშავებულია კიდევ სამი ადამიანი

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო