ახალი კონფლიქტები "ქურდულ სამყაროში" - "ვიდრე ასლანი ციხეში იყო, "ლავას ოღლიმ" ნახევარი ბათუმი ხელში აიღო"

ახალი კონფლიქტები "ქურდულ სამყაროში" - "ვიდრე ასლანი ციხეში იყო, "ლავას ოღლიმ" ნახევარი ბათუმი ხელში აიღო"

სააგენტო "პრაიმ კრაიმის" მთავარი რედაქტორი ვიქტორია გეფტერი ქურდული სამყაროს წარმომადგენელს ესაუბრა, რომლის ვინაობაც გამოცემამ არ დაასახელა. გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებულ ვერსიას.

- რა შეიცვალა ქურდულ სამყაროში შაქრო კალაშოვისთვის გამოტანილი განაჩენის შემდეგ?

- შეიცვალა ის, რომ თუ წინათ ოზმანოვები მბრძანებლობდნენ (შაქროს ტიტულოვანი ნათესავები) ახლა უკვე მათი შევიწროება დაიწყეს, რაც ადრე არ ხდებოდა. ბოლო, რომელმაც გადაწყვიტა "არმიის" წინ წაწევა, ედიკ ასატრიანია, მაგრამ შაქროს დაკავების შემდეგ მას აღარ უსმენს არც ჯანგველაძე,არც შუშანაშვილი და არც "გული".

- თქვენ ახლა ქურდული სამყაროს სამეული ჩამოთვალეთ?

- ბოლო დრომდე თავისუფლებაზე იყვნენ მერაბ ჯანგველაძე, "გული" (ნადირ სალიფოვი) და ლაშა შუშანაშვილი. ისინი, ვინც არიან მიმთითებლები. შუშანაშვილის დაკავების შემდეგ, დარჩნენ "გული" და მერაბი.

- მერაბი და ლაშა ერთმანეთს არ აღიარებენ?

- დიახ.

- არც ხვდებიან და არც ურთიერთობენ?

- არა, რა თქმა უნდა.

- და "გული" ორივეს ხვდება?

- დიახ, თუმცა დისტანციას იჭერს.

- და ორივეს აღიარებს "ქურდებად"?

- დიახ.

- გამოდის, რომ ერთადერთი, რომელსაც ყველა აღიარებს "ქურდად" არის "გული"?

- დიახ, მაგრამ "გული" ის ადამიანი არ არის, რომელსაც მოუსმენენ. ახლა, ისეთი ადამიანი, რომელსაც ყველა მოუსმენს, არ არის. ერთადერთი ვისაც ეს შეეძლო, შაქროა. რადგან ის ძლიერია კავშირებითაც და ფულითაც. მაგრამ ახლა შაქრო ციხიდან ვერაფერს იზამს.

- რა უნდა მერაბს?

- მერაბს უნდა, რომ ლაშა მასთან მივიდეს და ბოდიში მოუხადოს, ისევე, როგორც მოიხადეს ბოდიში "დედ ჰასანთან" რუბიკას მკვლელობის გამო, როდესაც მათი მომავალი მის ხელში იყო. განაგრძეთ კითხვა

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს