"საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიამ გაიმარჯვა" - რა შედეგით დასრულდა თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნები?

"საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიამ გაიმარჯვა" - რა შედეგით დასრულდა თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნები?

24 ივნისის არჩევნებზე დემოკრატიამ გაიმარჯვა, - ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომელმაც თურქეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე გაიმარჯვა.

„წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენ გავიგეთ ჩვენი მოქალაქეების მესიჯები. დარწმუნებულნი იყავით, ჩვენ გამოვასწორებთ ჩვენს მიერ დაშვებულ შეცდომებს. დღეიდან ჩვენ მუშაობას შევუდგებით და ჩვენი ერისთვის მიცემულ დაპირებებს შევასრულებთ“, - განაცხადა ერდოღანმა თავის წინასაარჩევნო შტაბში სიტყვით გამოსვლისას.

მან ასევე განაცხადა, რომ თურქეთი განაგრძობს ბრძოლას ტერორისტულ დაჯგუფებებთან.

„ჩვენ გავათავისუფლებთ სირიის ტერიტორიებს ტერორისტებისგან, რათა სირიელებმა შეძლონ იქ დაბრუნება. ამგვარი პოლიტიკა გააუმჯობესებს და გააძლიერებს თურქეთის პოზიციებს საერთაშორისო არენაზე“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

ამასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ „თურქმა ხალხმა გაკვეთილი ჩაუტარა მათ, ვისაც სურთ, რომ თურქეთი მუხლებზე დადგეს“.

გუშინ თურქეთში გამართულ რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამომრჩეველთა ხმების 52,5% მიიღო, ხოლო მისმა პარტიამ „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ - 42,5%.

იხილეთ ვიდეო: რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე