წეროვანში, ავარიისას დაშავებულთაგან ერთი გარდაიცვალა

წეროვანში, ავარიისას დაშავებულთაგან ერთი გარდაიცვალა

წეროვანში, ავტოავარიისას დაშავებული ერთი პაციენტი გარდაიცვალა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, სულ კლინიკებში 19 პაციენტის გადაყვანა მოხდა.

ამასთან, უწყების განმარტებით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე იმყოფება. ცნობისთვის, წეროვანში მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა. როგორც“ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

როგორც ტრაილერი, ისე მიკროავტობუსი თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა.

იხილეთ ვიდეო: კადრები წეროვანიდან, სადაც სამგზავრო მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახნენ - დაიღუპა 1, დაშავდა 18 ადამიანი

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო