ირაკლი ნოზაძის ძმა - გოგონებს, რომლებზეც არსებობს ეჭვი, რომ ჩემი ძმა დაჭრეს, არავინ იცნობს

ირაკლი ნოზაძის ძმა - გოგონებს, რომლებზეც არსებობს ეჭვი, რომ ჩემი ძმა დაჭრეს, არავინ იცნობს

დაჭრილი მომღერლის, ირაკლი ნოზაძის ძმის, დავით ნოზაძის განცხადებით, მისთვის გუშინ მომხდარი შემთხვევის მოტივი ამ დრომდე უცნობია.

როგორც დავით ნოზაძემ "ინტერპრესნიუსს" ღუდუშაურის კლინიკაში განუცხადა, გოგონებს, რომლებზეც არსებობს ეჭვი, რომ ირაკლი ნოზაძე დაჭრეს, არავინ იცნობს.

"მომხდარზე ვერაფერს გეტყვით. ჩვენს სამეგობროსა და სანათესაოში არავინ იცნობს იმ გოგოებს, თუ ვინ იყვნენ ისინი. პირველად გვესმის მათ შესახებ. ასევე ვერაფერს გეტყვით იმაზე, ფიგურირებს თუ არა მომხდარში მესამე პირი. კონფლიქტი აბსოლუტურად არავისთან ჰქონია. მარტო ჩემთვის კი არა, სამეგობროსთვისაც არ არის ცნობილი მოტივი, რატომ შეიძლებოდა მომხდარიყო ასეთი ფაქტი. ვერანაირ მიზეზს ვერ ვუკავშირებ ჯერჯერობით", - განაცხადა დავით ნოზაძემ.

„ქუჩის ბიჭების“ სოლისტი ირაკლი ნოზაძე გუშინ საღამოს, წერეთლის გამზირზე დაჭრეს. მას ღუდუშაურის კლინიკაში წუხელ ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ნოზაძეს ცივი იარაღით დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. დანაშაულში სავარაუდო ეჭვმიტანილი ორი გოგონაა.

იხილეთ ვიდეო: ირაკლი ნოზაძის ძმის კომენტარი - იცნობდა თუ არა მომღერალი გოგონებს, რომლებიც მის დაჭრაში არიან ეჭვმიტანილები?

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს