სისუფთავის 10 ხერხი დიასახლისებს, რომლებიც ბებიებმა შემოგვინახეს

სისუფთავის 10 ხერხი დიასახლისებს, რომლებიც ბებიებმა შემოგვინახეს

"სახლში საქმეს რა გამოლევს" - ეს ფრაზა ალბათ ხშირად გსმენიათ და განსაკუთრებით იმ დიასახლისებისგან, რომელთაც დამხმარე არ ჰყავთ და ყველაფრის გაკეთება თავად უწევთ. იმისთვის, რომ სახლში სისუფთავე მარტივად შეინარჩუნოთ, რამდენიმე ხერხს გასწავლით, რომლითაც წლების წინ ჩვენი ბებიები და დედები ალაგებდნენ და ასუფთავებდნენ სახლს:

  • სარკე იპრიალებს, თუ წყალში ცოტაოდენ ლილას შეურევთ. მისი გაპრიალება ჩაის ნაყენითაც შეიძლება
  • ვიწროყელიანი ჭურჭლის, მაგალითად, ბოთლის გარეცხვა გარკვეულ სიძნელეებს უკავშირდება. ამიტომ უმი კარტოფილის პატარა ნაჭრები ჩაყარეთ ჭურჭელში, დაასხით ბოთლის ნახევარი წყალი და შეანჯღრიეთ ენერგიულად. შემდეგ გამოავლეთ ბოთლს ჯერ საპნიანი და შემდეგ სუფთა წყალი
  • ხისტი წყლის შხეფები ხშირად ტოვებს ძნელად მოსაშორებელ კვალს. ამგვარ ლაქებს კაფელისა და სხვა ზედაპირიდან ადვილად მოაშორებთ ნიშადურის სპირტის სუსტი ხსნარით. შემდეგ მშრალი ტილოთი გააპრიალეთ
  • ბროლის ჭურჭლის სოდით გაწმენდა არ შეიძლება. ბროლის ნაწარმს კარგად ასუფთავებს თბილ წყალში შერეული ლილა. არ შეიძლება ცხელი წყლით რეცხვა
  • გარეცხვის შემდეგ თუჯის ჭურჭელი ცეცხლზე გამოწვით, ამგვარად ის საკვებს აღარ მიიწვავს
  • მიმწვარი ცხიმის მოშორებას ამგვარად შეძლებთ: დიდი ზომის ქვაბში ჩაყარეთ დაფხვნილი საყოფაცხოვრებო საპონი, შემდეგ ჩააწყვეთ მიმწვარი ჭურჭელი, დაასხით წყალი და გამოხარშეთ. მთელი ჭუჭყი გამოვა და მხოლოდ გავლება დაგჭირდებათ
  • ონკანები სააბაზანოსა და სამზარეულოში იბრწყინებს, თუ მათ ლიმონის ქერქით გაწმენდთ. ამის შემდეგ წყალი გადაავლეთ და მშრალი ჩვრით გააპრიალეთ
  • ზოგჯერ ავეჯზე ცხელი ან სველი ჭიქები ლაქებს ტოვებს. თუ ლაქა მუქი ფერისაა, შეურიეთ ერთმანეთში ცოტაოდენი ზეთი, მაიონეზი და სიგარეტის ფერფლი, ლაქა ამ მასით დაამუშავეთ. შემდეგ ჩვრით გააპრიალეთ
  • თუ გაზქურის ღუმელს ხშირად იყენებთ, გასაკვირი არაა, რომ ჩამჯდარ ცხიმთან გამკლავება მოგიწევთ. წვრილ სახეხზე გახეხეთ საყოფაცხოვრებო საპონი, გაურიეთ წყალში და დაუმატეთ სოდა. მიღებული სითხით გაწმინდეთ ღუმლის კედლები
  • ფანჯრებსა და ჭაღებს კარგად წმენდს ძმარი (2 ჩ/კ 1 ლ წყალზე) წაიკითხეთ მეტი რჩევა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს