ვინ არიან ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე დაკავებული გოგონები

ვინ არიან ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე დაკავებული გოგონები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე ორი პირი დააკავა. განცხადება უწყებამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. დაკავებულთაგან ერთს განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, მეორეს კი - დანაშაულის შეუტყობინებლობა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული თ.ჯ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო მისი მეგობარი - 1994 წელს დაბადებული ნ.თ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ჯ.-მ მიმდინარე წლის 25 ივნისს თბილისში, წერეთლის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა 1979 წელს დაბადებულ ირაკლი ნოზაძეს. თ.ჯ. შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან ერთად მიიმალა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მის მეგობარს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული თბილისში, მოსკოვის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელ სახლში დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს" - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: შსს-მ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე ორი ადამიანი დააკავა - ვინ არის გოგონა, რომელიც მომღერლის დაჭრაშია ეჭვმიტანილი

ერთ-ერთი დაკავებულის, 29 წლის თამთა ჯანჯღავას შესახებ ინფორმაცია მედიაში მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ერთ-ერთ უბანში მამაკაცთან და მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ცხოვრობდა. ჯანჯღავას გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.

რაც შეეხება მეორე დაკავებულს, Ambebi.ge-ს ინფორმაციით, ის 24 წლის ნათია თოფურიაა. იგი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული.

შეგახსენებთ, "ქუჩის ბიჭების" სოლისტი ირაკლი ნოზაძე გუშინ საღამოს, წერეთლის გამზირზე დაჭრეს. მას ღუდუშაურის კლინიკაში წუხელ ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ნოზაძეს ცივი იარაღით დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

ნახეთ ვიდეო: ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე გოგონები დააკავეს - სად იმალებოდნენ ბრალდებულები

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს