27 ივლისის ღამეს 21-ე საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი მთვარის დაბნელება მოხდება. ამის შესახებ businessinsider-ი წერს. ასტრონომები ვარაუდობენ, რომ სრული დაბნელება 1 საათსა და 43 წუთს გასტანს, მთლიანად კი მოვლენა 3 საათსა და 55 წუთს გაგრძელდება. საუკუნის მოვლენას დედამიწის აღმოსავლეთ ნახევარსფეროს მაცხოვრებლები იხილავენ.
ამასთან, მთვარის დაბნელებიდან რამდენიმე დღის შემდეგ დედამიწას მოუახლოვდება მარსიც. აღმოსავლეთ ჰემისფეროზე დაკვირვების შემთხვევაში წითელი პლანეტის დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც იქნება შესაძლებელი.