მანქანა, რომლითაც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები მოძრაობდნენ, თურქული ნომრით მოძრავ ტრაილერს შეეჯახა - რას ჰყვებიან ახლობლები

მანქანა, რომლითაც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები მოძრაობდნენ, თურქული ნომრით მოძრავ ტრაილერს შეეჯახა - რას ჰყვებიან ახლობლები

აგარასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული, თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორში მდებარე სამედიცინო ცენტრ “გორმედის” კლინიკურმა დირექტორმა, დავით ყაზაიშვილმა განუცხადა, პაციენტს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. უფრო კონკრეტულად, თავის ტვინის დაჟეჟილობა, სახის ძვლების დაზიანება ცხვირის არეში, ასევე იდაყვის ძვლის ტრავმა, თუმცა, ყაზაიშვილის განცხადებით, მისი სასიცოცხლო პარამეტრები შენარჩუნებულია და მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

აღნიშნული პირი 36 წლისაა და თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი დანაყოფის თანამშრომელია.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის აგარის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს მოხდა. დაიღუპა თავდაცვის სამინისტროს ორი თანამშრომელი, ერთი კი დაშავდა.

გარდაცვლილების ახლობლების ინფორმაციით, ავტომანქანა, რომლითაც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოძრაობდნენ, ტრაილერს შეეჯახა, რომელსაც თურქეთის მოქალაქე მართავდა.

ახლობლების ინფორმაციით, ისინი დასავლეთ საქართველოდან, დაკრძალვიდან ბრუნდებოდნენ.

იხილეთ ვიდეო: ახლობლების ინფორმაციით, ავტომანქანა, რომლითაც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები მოძრაობდნენ, თურქული ნომრით მოძრავ ტრაილერს შეეჯახა

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო