ვინ უფრო მეტ ქონებას ფლობს საქართველოში მამაკაცები თუ ქალები? - კვლევის შედეგები

ვინ უფრო მეტ ქონებას ფლობს საქართველოში მამაკაცები თუ ქალები? - კვლევის შედეგები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა აზიის განვითარების ბანკთან ერთად კვლევის შედეგები წარმოადგინა, რომელიც ეხება მონაცემთა შეგროვებას, აქტივების ფლობასა და მეწარმეობას გენდერული თვალსაზრისით. როგორც პრეზენტაციის დაწყებამდე საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, თენგიზ ცეკვავამ ჟურნალისტებს განუცხადა, კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ზოგიერთი აქტივის ფლობის მიხედვით საგრძნობლად დიდია სხვაობა ქალსა და მამაკაცს შორის.

მისივე განმარტებით, აღნიშნული კვლევის მიზანი იყო ის, რომ დაედგინათ, როგორ ფლობს საქართველოს მოსახლეობა სხვადასხვა სახის აქტივებს, რომელიც საბოლოო ჯამში ქალის როლს განსაზღვრავს. ასევე, რამდენად უწყობს ხელს ამ როლის გაძლიერებას და რამდენად არის ეს დაბალანსებული გენდერული თვალსაზრისით.

"აღნიშნული კვლევის მიზანი სწორედ არის მეთოდოლოგიის შექმნა, რომელსაც გაერო-ს სტატისტიკის განყოფილება აწარმოებს უკვე ბოლო 4-5 წლის განმავლობაში. ამ კვლევის შედეგებით, საქართველოში ჩვენ პრაქტიკულად ვეხმარებით იმ გლობალური მეთოდოლოგიის შექმნაში, თუ როგორ არის განაწილებული აქტივები მამაკაცსა და ქალს შორის. კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცები პრაქტიკულად ფლობენ ყველა აქტივის მიხედვით უფრო მეტ აქტივს და მის ღირებულებას. განსხვავება არის საკმაოდ მაღალი სასოფლო დასახლებებში, ვიდრე ქალაქში. საკმაოდ მნიშვნელოვანი სხვაობაა სასოფლო-სამეურნეო მიწის შემთხვევაში, ანუ ასეთი მიწის ფლობა მამაკაცებში დაახლოებით ორჯერ და უფრო მეტჯერ არის გავრცელებული, ვიდრე ქალებში", - განაცხადა ცეკვავამ. განაგრძეთ კითხვა

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო