"არ ვიცი, რა მოხდა ისეთი, რომ ჩემი შვილი ასე გამწარდა" - ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის დედა

"არ ვიცი, რა მოხდა ისეთი, რომ ჩემი შვილი ასე გამწარდა" - ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის დედა

არ ვიცი, რა მოხდა ისეთი, რომ ჩემი შვილი ასე გამწარდა და ამ დონემდე მივიდა, - ამის შესახებ მომღერალ ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული თამთა ჯანჯღავას დედამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მედიაში გავრცელებულ კადრებში ხედავს, რომ მისი შვილი ძალიან გამწარებულია.

"არ ვიცი, რამდენი ხნის ურთიერთობა აკავშირებდათ ჩემს შვილს და ნოზაძეს, რადგან მე საქართველოში არ ვცხოვრობ. რა მოხდა, მეც ვერ გავერკვიე, რომ ასე გამწარდა და ამ დონემდე მივიდა ჩემი შვილი. იმ კადრებში, მე ჩემს შვილს უკიდურესად გამწარებულს ვხედავ", - განაცხადა ჯანჯღავას დედამ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს