ექსკლუზივი: ახმედ ჩატაევის ხმოვანი გზავნილი ISIS-ის ლიდერს, რომელშიც საქართველოს შესახებ საუბრობს

ექსკლუზივი: ახმედ ჩატაევის ხმოვანი გზავნილი ISIS-ის ლიდერს, რომელშიც საქართველოს შესახებ საუბრობს

გაზეთმა „კვირის პალიტრამ“ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ლიკვიდირებული ახმედ ჩატაევის ხმოვანი გზავნილი მოიპოვა, რომელიც მან ISIS-ის ერთ-ერთ ლიდერს, აბუ ჯიჰადს, იგივე ისლამ ატაბიევს გაუგზავნა.

ჩანაწერი სავარუდოდ 2017 წლის ზამთარშია გაკეთებული და მასში საუბარია თურქეთში დასაგეგმ ტერაქტებზე. სხვა საკითხებთან ერთად ჩანაწერში ჩატაევი საქართველოს შესახებაც ჰყვება: „მე ძმაო საქართველოშიც გავაკეთებ იგივეს, აქვეა, ახლოს“, - ამბობს ჩანაწერში ჩატაევი.

ჩატაევის ლიკვიდაცია ქართველი სამართალდამცველების მიერ, თბილისში გასული წლის ნოემბერში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას მოხდა.

მოისმინეთ აუდიოჩანაწერის სრული ვერსია და ჩატაევის საქმის დეტალები, დღეს 21:00 საათზე "პალიტრანიუსის" თოქ-შოუ "360 გრადუსის" ეთერში.

იხილეთ ვიდეო: "საქართველოშიც გავაკეთებ იგივეს, აქვეა" - რას ამბობს ჩატაევი ISIS-ის ლიდერისადმი გაგზავნილ ხმოვან გზავნილში, რომელიც "კვირის პალიტრის" ექსკლუზივია

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს