თავდასხმა აშშ-ში გაზეთის რედაქციაზე - არიან დაღუპულები და დაჭრილები

თავდასხმა აშშ-ში გაზეთის რედაქციაზე - არიან დაღუპულები და დაჭრილები

ამერიკაში, მერილენდის შტატში, გაზეთ „Capital Gazette“-ის რედაქციაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად, რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ტელეარხი „ფოქს ნიუსი“ შერიფზე დაყრდნობით იუწყება. პირველადი ინფორმაციით, დაღუპულია 7, ხოლო დაიჭრა ოცამდე ადამიანი.

„მსროლელმა ჩემს ოფისში უამრავ ადამიანს ესროლა, რომელთაგან ზოგიერთი დაიღუპა. შეიარაღებულმა ადამიანმა ჯერ შუშის კარს ესროლა, ოფისში შემოვიდა და ხალხს ცეცხლი გაუხსნა. უფრო საშინელი არაფერია, ვიდრე გესმის, როგორ ესვრიან ადამიანებს მაშინ, როდესაც შენი მაგიდის ქვეშ ზიხარ“, - დაწერა გაზეთის თანამშრომელმა ფილ დევისმა.

პოლიციამ მომხდარს „ლოკალური ინციდენტი“ უწოდა, ტერაქტი კი გამორიცხა. ამასთან, თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილე ლინდსი უოლტერსმა განაცხადა, რომ მერილენდში მომხდარის შესახებ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინფორმირებულია.

შერიფის, რონ ბეითმენის განცხადებით, ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. პოლიცია ამ დროისთვის რედაქციაში მის შესაძლო თანამოაზრეებს ეძებს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე