ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - სამთავრობო ავტოპარკში შავი ჯიპების ჩანაცვლების პროექტს ახალი პრემიერი ძალაში ტოვებს

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - სამთავრობო ავტოპარკში შავი ჯიპების ჩანაცვლების პროექტს ახალი პრემიერი ძალაში ტოვებს

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, ახალი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სამთავრობო ავტოპარკში შავი ჯიპების ჩანაცვლების თაობაზე ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას ძალაში ტოვებს.

როგორც ჩიქოვანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ეკონომიკის სამინისტრო კვლავ გეგმავს არსებული მანქანების ელექტროავტომობილებით ჩანაცვლებას.

"რა თქმა უნდა, ეს პროექტი ძალაში რჩება და სამინისტრო გეგმავს არსებული მანქანების ელექტროავტომობილებით ჩანაცვლებას, თუმცა როდისთვის მოხდება ეს, ამას ვერ გეტყვით, ჯერჯერობით ინფორმაცია არ მაქვს," - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვრიკაშვილმა სამთავრობო მანქანების - შავი ჯიპების ელექტროავტომობილებით ჩანაცვლება თებერვალში დააანონსა.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო