ინდონეზიაში 145 წლის ქალი და პაპუასების უცნობი ტომი აღმოაჩინეს

ინდონეზიაში 145 წლის ქალი და პაპუასების უცნობი ტომი აღმოაჩინეს

ინდონეზიის სტატისტიკის სამსახურმა პაპუასების ახალი ტომი დაარეგისტრირა, მათ შორის კუნძულ შუმატრას მკვიდრი ქალბატონი, რომელსაც 145 წელი სულ ახლახან შეუსრულდა.

ამჟამად ქვეყანაში მოსახლეობის აღწერა მიმდინარეობს. სტატისტიკის სამსახურის თანამშრომლებმა ინდონეზიის აღმოსავლეთ პროვინცია პაპუას მთიანი რაიონი გამოიკვლიეს და ახალი ტომი აღმოაჩინეს. ტომის 3 ათასამდე წარმომადგენელი ხეებზე ცხოვრობს, იკვებება მცენარეებითა და ველური ცხოველების ხორცით და არ იცვამს ტანსაცმელს.

აღწერის შედეგად ასევე გაირკვა, რომ ქვეყანაში 120 წელს გადაცილებული ოცამდე ადამიანი ცხოვრობს. ამ მხრივ რეკორდსმენი ქალბატონის - კატემის ასაკი მისი შვილების, შვილიშვილების, შვილთაშვილების გამოკითხვით დადგინდა.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს