წამალს, სინამდვილეში, ვადა არ გასდის - კვლევის შედეგები

წამალს, სინამდვილეში, ვადა არ გასდის - კვლევის შედეგები

თავის ძლიერი ტკივილისას მაშინვე მედიკამენტების ყუთს იღებთ და ასპირინის ძებნას იწყებთ, რომელსაც, საბოლოოდ აღმოაჩენთ, რომ უკვე ერთი წელია ვადა გაუვიდა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მედიკამენტი ვადაგასული და უვარგისია? მიიღებთ მას თუ თავს შეიკავებთ? თუ გადაწყვეტთ ასპირინის მიღებას, იქნება თუ არა ეს ფატალური შეცდომა, თუ მაინც შეეცდებით რომ თავის ტკივილს გაუძლოთ?

ეს ის დილემაა, რომელის წინაშე ადამიანი ერთხელ მაინც დგება. Psychopharmacology Today-ში გამოქვეყნებული სვეტი გარკვეულ რჩევებს გვთავაზობს.

როგორც აღმოჩნდა, მედიკამენტზე მითითებული მოქმედების ვადა გარკვეულ მიზანს ემსახურება, თუმცა არა იმას, რაც თქვენ გგონიათ. 1979 წელს აშშ-ში ამოქმედებული კანონის შედეგად, მედიკამენტების მწარმოებლებს პროდუქციაზე მოქმედების ვადის მითითება მოსთხოვეს. ეს არის ვადა, რომლის განმავლობაშიც მწარმოებელს შეუძლია მედიკამენტის სრულ ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე გარანტიის მიცემა.

იმის დიდი ნაწილი, რაც მედიკამენტის მოქმედების ვადაზეა ცნობილი, სურსათისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაციის მიერ სამხედროების თხოვნით ჩატარებულ კვლევას ეფუძნება. სამხედროებს მედიკამენტების მრავალფეროვანი და ძვირად ღირებული მარაგის მოშორება და მათი ახალი მედიკამენტებით ჩანაცვლება რამდენიმე წელში ერთხელ უხდებოდათ. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ 100-ზე მეტი სახეობის მედიკამენტის 90% საუკეთესო მდგომარეობაში იყო მოქმედების ვადის გასვლიდან 15 წლის შემდეგაც კი. განაგრძეთ კითხვა

საახალწლო ფილმები, რომლებიც ცივ ამინდში გულს გაგითბობთ

10 მიზეზი, თუ რატომ არიან დეკემბერში დაბადებულები მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანები

მოხუცი ქალის სამზარეულოში ნაპოვნი 24-მილიონიანი შედევრი - ფლორენციელი გენიოსის ნახატის უცნაური ამბავი