ირაკლი ნოზაძის საქმის პროკურორი - თამთა ჯანჯღავას და ნათია თოფურიას ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დაუდგინდათ

ირაკლი ნოზაძის საქმის პროკურორი - თამთა ჯანჯღავას და ნათია თოფურიას ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დაუდგინდათ

პროკურორი მომღერალ ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

როგორც პროკურორმა თამარ მისაბიშვილმა განმარტა, ბრალდებულებს სახელმწიფო ბრალდება მძიმე დანაშაულის ჩადენასა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

ამასთან, პროკურორმა მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლად მიმალვის, გამოძიებისთვის ხელის შეშლისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები დაასახელა. პროკურორმა განმარტა, რომ ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას დაახლოებით 15-მდე მოწმესთან აქვს ახლო ურთიერთობა და შესაძლოა ეს ნაცნობობა მათზე ზემოქმედებისთვის გამოიყენოს.

გარდა ამისა, პროკურორმა განმარტა, რომ ორივე ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კერძოდ, ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარება დაუდგინდა, რაც ორივე ბრალდებულის ჩვენებასთან წინააღმდეგობაში მოდის, რადგან თამარ მისაბიშვილის ინფორმაციით, დაკითხვისას თამარ ჯანჯღავამ და ნათია თოფურიამ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება კატეგორიულად უარყვეს. პროკურორის თქმით, ეს ასევე მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად მზად არის ორივე ბრალდებული გამოძიებასთან სათანამშრომლოდ.

იხილეთ ვიდეო: პროკურორი - ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეში ბრალდებულებს - ჯანჯღავას და თოფურიას ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დაუდგინდათ

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს