ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული ნათია თოფურია ბრალს აღიარებს

ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული ნათია თოფურია ბრალს აღიარებს

ნათია თოფურია წარდგენილ ბრალს აღიარებს, - ამის შესახებ მომღერალ ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული ნათია თოფურიას ადვოკატმა კახა პაპავამ განაცხადა. მისი ინფორმაციით, თოფურიამ დანაშაული ბრალის წარდგენისთანავე აღიარა. ადვოკატის თქმით, აქედან გამომდინარე დაცვის მხარისთვის მოულოდნელი იყო სასამართლოს გადაწყვეტილება მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.

"ნათია თოფურია ბრალს აღიარებს. სასამართლოს გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე, ალბათ გავასაჩივრებთ. ის აღიარებს, რომ არ შეატყობინა მომხდარის შესახებ გამოძიებას. დანაშაულის ადგილიდან წავიდნენ და დაახლოებით 24 საათში დააკავეს ერთად", - განაცხადა კახა პაპავამ.

მისივე თქმით, ნათია თოფურია თამთა ჯანჯღავას გაყვა, რათა ირაკლი ნოზაძისთვის ვალი გამოერთმიათ.

"ნათია თამთას გაყვა უბრალოდ. იცოდა, რომ ვალის დასაბრუნებლად მიდიოდა თამთა და მანამდე ჰქონდათ ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიყენებული ერთმანეთისთვის ჯანჯღავას და ნოზაძეს", - განაცხადა კახა პაპავამ.

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ სოლისტი ირაკლი ნოზაძე რამდენიმე დღის წინ დაჭრეს. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი გოგო დააკავა, მათ შორის თამთა ჯანჯღავას განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, მის მეგობარ ნათია თოფურიას კი დანაშაულის შეუტყობინებლობა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს