მომღერალ ირაკლი ნოზაძეს საავადმყოფოდან სავარაუდოდ, დღეს გაწერენ

მომღერალ ირაკლი ნოზაძეს საავადმყოფოდან სავარაუდოდ, დღეს გაწერენ

მომღერალ ირაკლი ნოზაძეს საავადმყოფოდან სავარაუდოდ, დღეს გაწერენ. ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკის პრესსამსახურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მომღერალი ცოტა ხნის წინ კლინიკაშივე დაკითხეს. მომღერლის ძმამ დავით ნოზაძემ განაცხადა, რომ გამომძიებლები "პიკასოს" დასაკითხად პალატაში შევიდნენ.

შეგახსენებთ, რომ "ქუჩის ბიჭები" წევრი ირაკლი ნოზაძე 25 ივნისს წერეთლის გამზირზე დაჭრეს. ნოზაძეს ჭრილობა გულმკერდის არეში მიაყენეს. ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტრომ ორი პირი დააკავა. გამოძიება თამთა ჯანჯღავას განზრახ მკვლელობის მცდელობას, ხოლო მის მეგობარ ნათია თოფურიას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: მომღერალ ირაკლი ნოზაძეს საავადმყოფოდან სავარაუდოდ, დღეს გაწერენ

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს