პრინც უილიამის გულისამაჩუყებელი ჟესტი მეუღლის პატივსაცემად

პრინც უილიამის გულისამაჩუყებელი ჟესტი მეუღლის პატივსაცემად

დასავლური მედია პრინცი უილიამის აღმოსავლური ვიზიტის შესახებ წერს. დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელი იორდანიაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა და შეხვედრების გარდა, ქვეყნის ისტორიული ადგილების დათვალიერებაც მოასწრო.

ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქალაქ ჯერაშში, უძველესი რომაული ნაქალაქარის დასათვალიერებლად, უილიამი იორდანიის პრინცთან ჰუსეინ ბინ აბდულასთან ერთად მივიდა და მსოფლიო მედიისთვის ყველაზე საინტერესო ამბავიც აქ მოხდა: კემბრიჯის ჰერცოგი ფოტოს გადასაღებად ზუსტად იმ ადგილას დადგა, სადაც 30 წლის წინ მისი მეუღლე კეიტ მიდლტონი ოჯახთან ერთად პოზირებდა ფოტოსთვის.

ამ ადგილას პრინცს დიდ პოსტერად დაბეჭდილი კეიტის ფოტო დახვდა, რომელზეც კემბრიჯის ჰერცოგინია მამასთან და დასთან, პიპასთან ერთადაა აღბეჭდილი. ფოტო 80-იან წლებშია გადაღებული, ამ პერიოდში მიდლტონების ოჯახი დროებით იორდანიაში ცხოვრობდა.

უილიამმა წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ კეიტმა მასთან ერთად იორდანიაში ჩასვლა ვერ მოახერხა და დასძინა, რომ მისი მეუღლე ყოველთვის სიყვარულით იხსენებს ამ ქვეყანაში გატარებულ წლებს. "აქაურობა მას ძალიან უყვარს და ცოტათი გაბრაზდა კიდეც, რომ აქ მის გარეშე ჩამოვედი. მომდევნო ჯერზე, ბავშებიც უნდა ჩამოვიყვანო" - დასძინა პრინცმა და იმ ადგილას გადაიღო ფოტო, სადაც 30 წლის წინ მისმა მეუღლემ გადაიღო ფოტო.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე