გომბორის უღელტეხილზე ავტობუსი გადაბრუნდა - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

გომბორის უღელტეხილზე ავტობუსი გადაბრუნდა - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

გომბორის უღელტეხილზე თელავის მიმართულებით მოძრავი "სუზუკის" მარკის ავტობუსი გადაბრუნდა. შედეგად 6 ტურისტი დაშავდა. ისინი ამ წუთებში თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყავთ. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო და სამაშველო ბრიგადები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ფოტო: ნათია წითელაური

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო