თუქრეთში დაკავებების სერია გრძელდება -  გენპროკურატურამ სახმელეთო ჯარების სარდლობის 68 თანამშრომლის დაკავების ორდერი გასცა

თუქრეთში დაკავებების სერია გრძელდება -  გენპროკურატურამ სახმელეთო ჯარების სარდლობის 68 თანამშრომლის დაკავების ორდერი გასცა

ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, ანკარის გენერალურმა პროკურატურამ სახმელეთო ჯარების სარდლობის 68 თანამშრომლის დაკავების ორდერი გასცა. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება.

აღნიშნული პირების დაკავების ოპერაცია დღეს დილით დაიწყო. ოპერაცია თურქეთის 18 პროვინციაში ტარდება. 68 პირიდან 10 მოქმედი თანამშრომელია. ყველა მათგანი ოფიცრები არიან. მათ ბრალად „ფეტოს“ ქსელებთან კაშირები ედებათ.

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა მეამბოხეთა ჯგუფმა 2016 წლის 16 ივლისის ღამეს სცადა. ძირითადი დაპირისპირება ანკარასა და სტამბოლში მიმდინარეობდა. დაიღუპა 240-ზე მეტი და დაიჭრა 2 000-ზე მეტი ადამიანი. ხელისუფლებამ ამბოხება ჩაახშო. ოფიციალურმა ანკარამ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში ოპოზიციონერი მქადაგებელი ფეთჰულა გიულენი დაადანაშაულა. აშშ-ში მცხოვრებმა გიულენმა კი გადატრიალების მცდელობა დაგმო და ყველა ბრალდება უარყო.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე