კასპში მშობიარე ქალი გარდაიცვალა - "ეს პირველი შვილი იყო ოჯახისთვის..."

კასპში მშობიარე ქალი გარდაიცვალა - "ეს პირველი შვილი იყო ოჯახისთვის..."

პირველ ივლისს კასპის სამედიცინო ცენტრ "მედალფაში" მშობიარე ქალი გარდაიცვალა. დაღუპული 31 წლის ნონა ტატანაშვილია. ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, ბავშვი კი გადარჩა და ექიმების განცხადებით, ახალშობილი გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"ეს პირველი შვილი იყო ამ ოჯახისთვის" - განუცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფლის წარმომადგენელმა იოსებ მარღიშვილმა. პაციენტი საავადმყოფოში სოფელ მეტეხიდან შეიყვანეს.

"მთელი სოფელი შეძრა ამ ტრაგედიამ. ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. სხვა ინფორმაცია არ მაქვს," - განაცხადა სოფლის წარმომადგენელმა.

"მედალფაში" ამბობენ, რომ მათ მხოლოდ ზოგადი ინფორმაციის გაცემა შეუძლიათ. გარდაცვალების მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, რეგულირების სააგენტომ უკვე დაიწყო მომხდარის შესწავლა.

"ჩვენი წარმომადგენლები ადგილზე მუშაობენ და დაწყებული აქვთ სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა. შემდეგ ეტაპზე საჭირო იქნება ჩვენი რეცენზენტების მხრიდან კლინიკური შეფასება და ვნახავთ რა დასკვნაზე გავალთ. ვიცით, რომ ეს იყო საკეისრო კვეთა, კვეთის შემდეგ განვითარდა სისხლდენა და ამას მოჰყვა გართულება. დანარჩენი დადგინდება პაციენტის სამედიცინო ისტორიის შესწავლის შემდგომ.

რამდენადაც ვიცი, საკითხის შესწავლაში სამართალდამცველებიც არიან ჩართული. ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია ცხედრის გაკვეთა განხორციელდა თუ არა,“ - განაცხადა რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა, ნინო ხუციშვილმა.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო