ზაზა სარალიძემ ღამე შსს-ს შენობასთან გაათენა

ზაზა სარალიძემ ღამე შსს-ს შენობასთან გაათენა

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ღამე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაათენა. სარალიძე მისი შვილის მკვლელების დაკავებას ითხოვს.

ზაზა სარალიძე ამბობს, რომ ის არ დატოვებს შსს-ს იქამდე, ვიდრე მისი შვილის მკვლელებს, „მათ შორის მიხეილ კალანდიას, ხელბორკილებით მის თვალწინ არ ჩაატარებენ“.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ექიმების ჯგუფი უწყებასთან გუშინ მიიყვანეს.

სოციალურ ქსელში ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია დაიგეგმა. მოქალაქეები შსს-თან შეკრებას 19:00 საათზე გეგმავენ.

იხილეთ ვიდეო: ზაზა სარალიძემ ღამე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაათენა - "დაველოდები აქ როდის აასეირნებენ კიბეებზე"

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს