ფეხბურთელი ბავშვები, რომლებიც გამოქვაბულში 9 დღის წინ გაუჩინარდნენ, ცოცხლები იპოვეს

ფეხბურთელი ბავშვები, რომლებიც გამოქვაბულში 9 დღის წინ გაუჩინარდნენ, ცოცხლები იპოვეს

12 ტაილანდელი ფეხბურთელი ბიჭი და მათი მწვრთნელი, რომლებიც გამოქვაბულში ჩარჩნენ და გამოსვლა ვერ შეძლეს, ცოცხლები არიან, თუმცა რამდენიმე თვის განმავლობაში, შესაძლოა, გამოქვაბულში მოუხდეთ დარჩენა, ვიდრე წყალდიდობა არ გადაივლის. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ფეხბურთელების გუნდი 9 დღის წინ გაუჩინარდა და მყვინთავებმა ისინი გუშინ აღმოაჩინეს. მაშველები ცდილობენ, ბიჭებს ყველა საჭირო ნივთი და საკვები მიაწოდონ.

ბიჭები მიწის ქვეშ, გამოქვაბულში ორმა ბრიტანელმა მყვინთავმა იპოვა, რომელიც სამაშველო ოპერაციას შეუერთდა. ფეხბურთელები კლდის შვერილზე ისხდნენ და მაშველებს ეძახდნენ, რომ ცამეტივე მათგანი ცოცხალი და ძალიან მშიერია. მყვინთავებმა ბიჭებს უთხრეს, რომ მოცდა იქნება საჭირო, თუმცა მათ დასახმარებლად ბევრი ადამიანი მივიდოდა.

ჩრდილოეთ ტაილანდში მდებარე გამოქვაბულების კომპლექსი თამ ლუანგი წვიმის სეზონის დროს ხშირად იტბორება, წყალდიდობა სექტემბერ - ოქტომბრამდე გრძელდება. ბავშვების გამოყვანა მანამდე გამოქვაბულიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ მათ წყალში ყვინთვას ასწავლიან. თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ ეს რისკთან არის დაკავშირებული - გამოუცდელი მყვინთავებისთვის საშიში კორიდორების გავლა, სადაც ტალახია და ხილვადობა სრულიად არ არის, ძალიან საშიში ოპერაცია იქნება.

წყლის ამოტუმბვის მცდელობა, ჯერჯერობით, წარუმატებელი აღმოჩნდა.

იმ შემთხვევაში კი, თუ წყლის დონის დაწევას დაელოდებიან, ბიჭებს გამოქვაბულში მოუხდებათ ყოფნა, მაშველებმა კი ისინი მუდმივად უნდა მოამარაგონ საკვებით და საჭირო ნივთებით.

ნახეთ ვიდეო : უცნაური ისტორია, რომელიც 12 მოზარდსა და მათ მწვრთნელს გადახდა თავს

გამოქვაბულში სპეციალურად მომზადებული ექიმები შევლენ, რათა ფეხბურთელებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარონ და შესაძლო დაზიანებებზე უმკურნალონ.

თორმეტივე ბიჭი ადგილობრივი საფეხბურთო გუნდის წევრია, მათგან ყველაზე პატარა - 11 წლისაა.

ბიჭები 25 წლის მწვრთნელმა ექსკურსიაზე წაიყვანა. როდესაც გამოქვაბულში შევიდნენ, წყალდიდობა დაიწყო და გარეთ გამოსვლა ვეღარ შეძლეს. გაუჩინარებული ბავშვების შესახებ ინფორმაციას ბოლო დღეების მანძილზე მთელი მსოფლიო ელოდა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე