თამრიკო ჭოხონელიძე: "ზოგჯერ  სიმღერის ისეთ ინტერპრეტაციას ვისმენ, ამოცნობა მიჭირს, მე კი არა შეიძლება კომპოზიტორმაც ვერ იცნოს თავისი სიმღერა"

თამრიკო ჭოხონელიძე: "ზოგჯერ  სიმღერის ისეთ ინტერპრეტაციას ვისმენ, ამოცნობა მიჭირს, მე კი არა შეიძლება კომპოზიტორმაც ვერ იცნოს თავისი სიმღერა"

გუშინ „იქს ფაქტორში “ ნახევარფინალი იყო და შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - კონკურსი დატოვა ნანიკო ხაზარაძის გუნდის ორივე წევრმა, თამთა ხუხუნაიშვილი კი სტეფანეს გადამწყვეტმა ხმამ „გადაიყვანა“ ფინალში.

კონკურსის მეხუთე ლაივ კონცერტზე მონაწილეებმა ქართული და უცხოური ჰიტები შეასრულეს. ქართულმა ტურმა იმდენად ემოციურად ჩაიარა, რომ სახლში, ტელევიზორთან მყოფი თამრიკო ჭოხონელიძე საკუთარი აზრისა და პატივისცემის გამოსახატად, შვილიშვილთან ერთად ფილარმონიაში მივიდა. AMBEBI.GE ქალბატონ თამრიკოს ესაუბრა.

- „იქს ფაქტორის“ დიდი გულშემატკივარი ვარ, ალბათ მაყურებელმა იცის, რომ თითქმის ყველა ლაივს ვესწრები. როგორც გია ჯაჯანიძემ პირდაპირ ეთერში აღნიშნა, გუშინდელ კონცერტზეც მიწვეული ვიყავი, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემის გამო ვერ მოვახერხე მისვლა, თუმცა ტელევიზიით ვადევნებდი თვალყურს კონკურსს და როცა მონაწილეებმა ქართული სიმღერები ასე კარგად შეასრულეს, ვეღარ გავჩერდი სახლში, ფილარმონიაში მივედი, მინდოდა ჩემი პატივისცემა გამომეხატა შემოქმედებითი ჯგუფის მიმართ, ვინც იმუშავა ამ ბავშვებთან და შემექო თავად კონკურსანტები, რომლებმაც მართლაც რომ შეუდარებლად შეასრულეს ქართული სიმღერები.

დიახ, მათ შეუძლიათ იმღერონ ქართული ისე, რომ ჩანდეს ინდივიდუალიზმი, მაგრამ ამავდროულად ახლოს იყოს დედანთან. მათ შეძლეს და სწორად მიიტანეს ის სიმღერები მაყურებელთან, რომელიც ასე კარგად ნაცნობია ჩვენთვის, თუმცა ვერავინ იტყვის, რომ ეს იყო რომელიმე უკვე ნამღერი ვერსიის განმეორება. გუშინ ქართული ტურით დაამტკიცეს, რომ შესაძლებელია ახალმა თაობამ კარგად შეასრულოს ქართული. არ შემიძლია, არ გამოვყო და ჩემი პატივისცემა არ დავაფიქსირო ბენდის მიმართ, რომელმაც სერიოზული განაცხადი გააკეთა, პაპუნა შარიქაძეს აქვს კარგი მუსიკალური განათლება და ეს აისახება მის პროფესიონალიზმზე, გუშინ სცენაზე ვნახეთ არაჩვეულებრივი ნამუშევარი, კარგად ნაცნობი სიმღერების ახლებური ვერსიები, სადაც ჩანდა, რომ შემოქმედებითი გუნდი პატივს სცემდა დედანს.

ზოგჯერ სიმღერების ისეთ ინტერპრეტაციას ვისმენ, ამოცნობა მიჭირს, მე კი არა, შეიძლება კომპოზიტორმაც კი ვერ იცნოს თავისი სიმღერა.. გარდა ამისა, ზოგიერთი კომპოზიტორი დღეს ცოცხალი არაა, მათი შემოქმედების, შედევრების დამცველები ჩვენ ვართ თითოეული, ჩვენი ვალდებულებაა ეს შემოვუნახოთ მომავალ თაობებს და თუ დაიკარგება ის სიდიადე, რასაც ავტორი დებს ნაწარმოებში, მაშინ რა გამოვა?! ვინ ვიქნებით ჩვენ?! სწორედ ამიტომ ვარ დედანის თავგადაკლული დამცველი. როგორ შეიძლება, კონკურსანტმა იმღეროს „მრუდე თუ გაქვს ხელი“, სიმღერა რომელიც ტრაგიზმითაა სავსე, „ბედი გაგექცევა, თავზე დაგექცევა“ ნათქვამია ტექსტში და ამ დროს ეს მაყურებლამდე მიტანილი იყოს როგორ ბედნიერების ზეიმი და ჟიურიმაც ამ განწყობით შეაფასოს, არაა ეს სწორი მოდგომა და ხალხი არ ტყუვდება ამით..

- ამ შემთხვევაში „მხოლოდ ქართულს “ გულისხმობთ?

- არა მხოლოდ ამ კონკურსს, ზოგადად ვამბობ. თუმცა, პირდაპირ გეტყვით, რომ „მხოლოდ ქართულის“ პირველი ტურის შემდეგ, როცა გამიჭირდა შემეცნო რამდენიმე სიმღერა ახალი ინტერპრეტაციის გამო, გამოვთქვი ჩემი მოსაზრება, რომ კარგი იქნებოდა, ესა თუ ის სიმღერა ახლოს ყოფილიყო დედანთან, კიდევ ვიმეორებ ზუსტ ასლს არ ვგულისხმობ და ეს არცაა სწორი, მაგრამ უკვე არსებული ნიმუშის პატივსაცემად, ისეთი ვერსიის შემუშავებას, რომელიც არ დაკარგავდა თავის ხიბლს. გიორგი გასვიანის „ფაბრიკაში“ ვიყავი მიწვეული და იქ დავაფიქსირე ჩემი კოლეგიალური თხოვნა ზვიად ბოლქვაძის მიმართ, რომელიც არაჩვეულებრივი მუსიკოსია და შეიძლება ითქვას, რომ მისნაირი პროფესიონალი რთულად მოიძებნება.

ჩემი ეს თხოვნა მიიღეს კრიტიკად და შეეცადნენ გავეთელე. რატომღაც მგონია, რომ გიორგი გაბუნიას და ნიკა გვარამიას არასწორად მიაწოდეს ინფორმაცია და არ აქვთ სრულად ნანახი ის ჩანაწერი, სადაც „მხოლოდ ქართულის“ ძალიან ბევრ, კარგ ასპექტს ვუსვამ ხაზს და აჩვენეს მხოლოდ ის მონაკვეთი, სადაც მოკრძალებულ კრიტიკას გამოვთქვამ, რის გამოც იერიშზე გადმოვიდნენ. ამით დაამტკიცეს, რომ მზად არ არიან ჯანსაღი კრიტიკისთვის, არადა კრიტიკა აუცილებელია. მე მუსიკათმცოდნე ვარ და ჩვენ ცალკე საგნად გვასწავლიდნენ კრიტიკას, არაჩვეულებრივი პროფესორი გვიკითხავდა ამ საგანს. ჩვენ ხელოვანი ადამიანები ვალდებულები ვართ, მოვისმინოთ ერთმანეთის მოსაზრება უკეთესი შედეგისა და წინსვლისთვის.

აღვნიშნე ის, რაზეც გული დამწყდა, თორემ ამით მთლიანად ხაზი კი არ გადავუსვი მათ ნამუშევარს, მაგალითად „რა კარგი ხარ, რა კარგი“, იყო არაჩვეულებრივი და ბრავო მინდა ვუთხრა ზვიად ბოლქვაძეს. კარგსაც ვხედავ და ხარვეზსაც, პატარა კრიტიკა ვერ აიტანეს, ეცადნენ ჩემს გათელვას, მაგრამ არ ავყვები პროვოკაციას, თუ გაითვალისწინებენ პროფესიონალის აზრს, ხომ კარგი, თუ არადა რას ვიზამთ..

- მაინტერესბს, თავად ზვიად ბოლქვაძე თუ გამოგეხმაურათ თქვენი მიმართვის შემდეგ?

- სხვათა შორის არა, რაზეც გული დამწყდა. ზვიადი მუსიკოსია და მას ამ თემაზე დიდი სიამოვნებით დაველაპარაკებოდი, რადგან ის გაიგებს, რასაც ვამბობ განსხვავებით სხვა თვითმარქვია მუსიკოსებისგან.

- თვითმარქვია მუსიკოსებში ვის გულისხმობთ?

- არ მინდა დაკონკრეტება, ხალხი მიხვდება და ხვდება ყველაფერს, ხალხი არ ტყუვდება. რადგან „იქს ფაქტორით “ დავიწყეთ საუბარი, ბოლოსაც აუცილებლად ვიტყვი, მასიამოვნა იმ ფაქტმა, რომ თითოეული მონაწილე ერთი მეორეზე უკეთესი იყო , აქ არ იყო ის შემთხვევა, რომ ერთი რომელიმე ლიდერი ყოფილიყო და დანარჩენებს საშუალო დონეზე ემღერათ. კარგად ჩანდა პედაგოგების შრომა და კონკურსანტების ნიჭი. ამდენ ნიჭიერ მონაწილეში ძალიან რთულია არჩევანის გაკეთება, არ ვისურვებდი ჩემი მეგობარი ჟიურის წევრების ადგილას ყოფნას, რადგან ახლა უკვე ძალიან რთული ხდება არჩევანის გაკეთება.

ავტორი: ციცი ომანიძე

"ჯონის მოხუცი დედა დარჩა დაობლებული ბავშვების იმედად, ყველაზე პატარას შიშები დასჩემდა" - ენგურზე გარდაცვლილები საკუთარ სახლებში გადაასვენეს

"ბერას არ ჰქონია მინიჭებული არც ტურისტული და არც ვაქცინაციის დასრულების საფუძველზე გაცემული ვიზა" - "იმედი" კორეის საელჩოს ნოტას ავრცელებს

"ივანიშვილები აბასთუმანში არიან, ისვენებენ... ბერა ხან ამერიკაშია, ხან - სხვაგან, შეეშვან რა!" - რას ამბობს ეკა ჭიჭინაძე ექსპრემიერის ვაჟის კორეაში წასვლაზე?