ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად მსოფლიოში 8 მლნ ადამიანი დაიბადა

ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად მსოფლიოში 8 მლნ ადამიანი დაიბადა

ინ ვიტრო განაყოფიერებით პირველი ადამიანი გაერთიანებულ სამეფოში, 1978 წელს დაიბადა. CNN-ის ინფორმაციით, მას შემდეგ აღნიშნული მეთოდით და უშვილობის მკურნალობის სხვა გზებით 8 მილიონი ბავშვი გაჩნდა.

ინ ვიტრო განაყოფიერების დროს ქალის საკვერცხეებიდან კვერცხუჯრედს იღებენ და სპერმით სხეულის გარეთ ანაყოფიერებენ. ემბრიონებს ათავსებენ ქალის საშვილოსნოში, სადაც ის ჩანასახად, შემდეგ კი - ბავშვად იქცევა.

ინ ვიტრო განაყოფიერების შემთხვევები განსაკუთრებით გაიზარდა ბოლო 4 ათწლეულის განმავლობაში, თუმცა სულ უფრო ნაკლები ტყუპი იბადება.

რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ევროპული საზოგადოების შეკრებაზე, რომელიც ესპანეთში, ბარსელონაში გაიმართა, სპეციალისტებმა ოფიციალური მონაცემების შესახებ ისაუბრეს. მათი ინფორმაციით, ევროპაში ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად წარმატებული ორსულობების მაჩვენებელი 36%-ია (აქ მოიაზრება, ასევე, ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექციის პროცედურაც). მათივე თქმით, წარმატებული შედეგების მაჩვენებელი სულ უფრო იზრდება.

ამასთან, უფრო პოპულარული გახდა კვერცხუჯრედების დონაცია და კვერცხუჯრედებისა და ემბრიონების გაყინვა. ორსულობის რაოდენობამ კვერცხუჯრედის დონაციის შედეგად 50%-ით მოიმატა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს