ციხე, სადაც პატიმრები უმძიმეს პირობებში ცხოვრობდნენ - ფოტოები სასჯელაღსრულების N7 დაწესებულებიდან, რომელიც დაიხურა

ციხე, სადაც პატიმრები უმძიმეს პირობებში ცხოვრობდნენ - ფოტოები სასჯელაღსრულების N7 დაწესებულებიდან, რომელიც დაიხურა

სასჯელაღსრულების ნომერ მეშვიდე დაწესებულება დაიხურა. საპატიმრო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა, სახალხო დამცველთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად დახურა.

სასჯელაღსრულების მეშვიდე დაწესებულება 12 წელი განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფის პატიმრების საპყრობილე იყო, 108 ადგილით.

"სახალხო დამცველის არაერთ ანგარიშში, მათ შორის ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მონიტორინგის წევრების ანგარიშებში იყო მოხვედრილი ეს დაწესებულება, როგორც ერთ-ერთი ძალიან ცუდი დაწესებულება.

გარკვეული მიზეზების გამო, ვერ მოვახდინეთ სწრაფი დახურვა, სანამ ახალ დაწესებულებას არ ავაშენებდით, მაგრამ გავაუქმეთ ქვედა სართულები, სადაც პრაქტიკულად ჰაერი არ შემოდიოდა. ბოლოს ჩვენ აქ გვყავდა 9 ადამიანი ზედა სართულებზე და დღეს ეს 9 ადამიანიც გადაყვანილია ევროპული სტანდარტების შესაბამის დაწესებულებაში. იმედი მაქვს საქართველოში ასეთი ტიპის დაწესებულებები აღარ იარსებებს", - განაცხადა კახა კახიშვილმა.

მისივე თქმით, პატიმრები ამ დაწესებულებიდან ახალ დაწესებულებაში გადაიყვანეს, რომელიც დაახლოებით 25 პატიმარზეა გათვლილი.

"ახალი დაწესებულება დაახლოებით 25 კაცზე გაიხსნა. სპეციფიკიდან გამომდინარე საჭირო იყო, რომ კომპაქტური დაწესებულება ყოფილიყო, რადგან აშკარა კრიმინალური მენტალიტეტის მატარებლები, ვგულისხმობ ე.წ. კანონიერ ქურდებს, ჩემი აზრით, ყოველთვის უნდა იყვნენ განცალკევებით სხვა პატიმრებისგან, რათა მეტ-ნაკლებად შევძლოთ და მათი გავლენები არ გაფართოვდეს. ამიტომ ვარემონტებდით ცალკე დაწესებულებას, რომ კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანები და „კანონიერი ქურდები“ ყოფილიყვნენ ცალკე, რომ თავისი გავლენებით არ შეეწუხებონათ სხვა პატიმრები", - განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს