აშშ-ის სასამართლომ ავთანდილ ხურციძეს სასჯელი შეუმსუბუქა

აშშ-ის სასამართლომ ავთანდილ ხურციძეს სასჯელი შეუმსუბუქა

აშშ-ის სასამართლომ ქართველ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს სასჯელი შეუმსუბუქა. „სპორტალის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია თავად ავთანდილ ხურციძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„სასამართლომ გარკვეულ საკითხებში გამამართლა. დარჩა ორი ბრალდება - რეკეტი და "გემბლინგი" (უკანონო აზარტული თამაშები), მაგრამ ამასაც არ ვეთანხმები. სავარაუდოდ, ერთ წელში გამათავისუფლებენ“, - დაწერა ხურციძემ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ "რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობის" ბრალდებით, 2017 წლის ივლისში ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს. მათ შორის იყო ორი ქართველი სპორტსმენი ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი.

"გაიგო მეუღლის მკვლელობის შესახებ, თუმცა პოლიციას არ შეატყობინა... შემდეგ ავტომანქანის სალონში სისხლის კვალი წაშალა" - პროკურატურა კასპის მკვლელობაზე

მარნეულის საკრებულოს შენობასთან აქციაზე 6 პირი დააკავეს

მოსამართლემ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების თავდებით გათავისუფლებასთან დაკავშირებით შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა