საინფორმაციო პორტალი
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • სამართალი
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • კულტურა
  • წიგნები
  • Faceამბები
  • მოზაიკა
  • კონფლიქტები
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"ნაცრისფერი მგელი" - ვინ არის სერქან კურტულუში, რომელმაც რუსი მფრინავი ჩამოაგდო და თურქეთი საქართველოს მის გადაცემას სთხოვს?

12:06 / 04-07-2018

29 ივ­ნისს, სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ცი­ამ, თბი­ლის­ში ინ­ტერ­პო­ლით ძებ­ნი­ლი სერ­ქან კურ­ტუ­ლუ­ში და­ა­კა­ვა. იგი ამ­ჟა­მად რუს­თა­ვის სა­პა­ტიმ­რო­ში იმ­ყო­ფე­ბა, თურ­ქუ­ლი მხა­რე კი მის გა­და­ცე­მას ითხოვს.

თურ­ქუ­ლი სა­ა­გენ­ტო Hurriyet-ს ცნო­ბით, კურ­ტუ­ლუ­ში თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქეა და მას ბრა­ლად ედე­ბა თურ­ქე­თის რამ­დე­ნი­მე პრო­ვინ­ცი­ა­ში მოქ­მე­დი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა. თუმ­ცა, თურ­ქუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბი მისი მო­თხოვ­ნის ძი­რი­თად საკ­ვან­ძო საქ­მედ სხვა რა­მეს მი­იჩ­ნე­ვენ - კურ­ტუ­ლუ­ში რუსი მფრი­ნა­ვის, ოლეგ პეშ­კო­ვის მკვლე­ლო­ბას­თან კავ­შირ­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილ 18 პირს შო­რის არის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი.

2015 წლის ნო­ემ­ბერ­ში, თურ­ქულ­მა ავი­ა­გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ­მა სი­რი­ის სა­ზღვარ­თან ჩა­მო­აგ­დო რუ­სუ­ლი ბომბდამ­შე­ნი су -24, რო­მელ­მაც ან­კა­რის გან­ცხა­დე­ბით, თურ­ქე­თის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე და­არ­ღვია. ერ­თმა პი­ლოტ­მა კა­ტა­პულ­ტი­რე­ბა შეძ­ლო, მე­ო­რე კი და­ი­ღუ­პა. ამ ფაქ­ტმა რუ­სეთ-თურ­ქე­თის ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ამ­წვა­ვა.

თურ­ქუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, 2016 წლის ივ­ლის­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ თურ­ქეთ­ში და­ა­კა­ვეს ორი მფრი­ნა­ვი, რომ­ლებ­მაც რუ­სუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი ჩა­მო­აგ­დეს, თუმ­ცა, მათ ბრა­ლად დას­დეს არა су-24-ის ჩა­მოგ­დე­ბა, არა­მედ კავ­ში­რი თურ­ქეთ­ში სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბას­თან.

მა­შინ ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ერთი ნა­წი­ლი წერ­და, რომ მას მერე, რაც ერ­დო­ღან­მა რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბის პო­ლი­ტი­კა და­ი­წყო, მის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად­მა პრო­პა­გან­დის სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ თურ­ქი მფრი­ნა­ვის საქ­მე­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა თურ­ქე­თის ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე ორ­გა­ნი­ზა­ცია "ნაც­რის­ფერ­მა მგლებ­მა" აიღო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მათ ეს უარ­ყვეს...

ამ საქ­მე­ზე კურ­ტუ­ლუ­ში 2017 წლის მა­ის­ში გა­ა­სა­მარ­თლეს კი­დეც და ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის­თვის 5 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მო­უ­სა­ჯეს, თუმ­ცა, შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს... ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, თურ­ქეთ­ში და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის და­ფუძ­ნე­ბა­ში იყო ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, რო­მე­ლიც სტა­ბოლ­ში, ან­კა­რა­ში, ბურ­სა­სა და იზ­მირ­ში მოქ­მე­დებ­და... სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, - თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე ს.ქ-ს სა­ექ­სტრა­დი­ციო პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

"თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის კომ­პე­ტენ­ტუ­რი ორ­გა­ნო­ე­ბის თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, 2018 წლის 27 ივ­ნისს, ქა­ლაქ ბა­თუმ­ში თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში ექ­სტრა­დი­ცი­ის მიზ­ნით და­კა­ვე­ბულ იქნა თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ ძებ­ნი­ლი, თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე ს. ქ. 2018 წლის 29 ივ­ნისს ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბით ხსე­ნე­ბულ პირს შე­ე­ფარ­და სა­ექ­სტრა­დი­ციო პა­ტიმ­რო­ბა 3 თვის ვა­დით.

თურ­ქუ­ლი მხა­რის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, ს.ქ.- ს ბრა­ლად ედე­ბა უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შექ­მნა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა. მი­თი­თე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბის მიერ სის­ტე­მა­ტუ­რად ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და შე­ი­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმე­ბი სხვა­დას­ხვა პი­რებ­ზე ეკო­ნო­მი­კუ­რი სარ­გე­ბე­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით (გან­ხორ­ცი­ელ­და 26 შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა), ხდე­ბო­და მუ­ქა­რით ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვა, და­ში­ნე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბა, აგ­რეთ­ვე მათი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბის ან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის ორ­გა­ნი­ზე­ბა და ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა“, - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ მო­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ამას­თან უწყე­ბის ცნო­ბით, თურ­ქუ­ლი მხა­რის მიერ მო­წო­დე­ბულ სა­ექ­სტრა­დი­ციო დო­კუ­მენ­ტებ­ში არ ფი­გუ­რი­რებს ეპი­ზო­დი, რო­მე­ლიც მა­სობ­რი­ვი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გავ­რცელ­და და ეხე­ბა ს.ქ-ს მიერ 2015 წლის ნო­ემ­ბერ­ში რუსი სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვის შე­საძ­ლო მკვლე­ლო­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, ქარ­თუ­ლი მხა­რე სა­ექ­სტრა­დი­ციო პრო­ცე­დუ­რებს აწარ­მო­ებს მხო­ლოდ იმ ბრალ­დე­ბის ფარ­გლებ­ში, რის­თვი­საც ს.ქ.-ს ექ­სტრა­დი­ცია მო­ი­თხო­ვე­ბა თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის კომ­პე­ტენ­ტუ­რი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ.

ვინ არი­ან "ნაც­რის­ფე­რი მგლე­ბი?"

ეს დაჯ­გუ­ფე­ბა 1960-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში და­არ­სდა, თურ­ქე­თის ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე პარ­ტი­ის “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა” და მისი ქა­რიზ­მა­ტუ­ლი ლი­დე­რის, პოლ­კოვ­ნიკ ალ­ფარსლან თურ­ქე­შის მიერ, რო­მე­ლიც ჰიტ­ლე­რის დიდი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი და ფა­შის­ტუ­რი იდე­ე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი იყო. მალე მათ "ნაც­რის­ფე­რი მგლე­ბი", თურ­ქუ­ლად - "ბო­ზკურ­ტლა­რი" და­ირ­ქვეს.

"მგლე­ბის" ოც­ნე­ბა სე­კუ­ლა­რუ­ლი თურ­ქე­თის იმ­პე­რი­ის და­არ­სე­ბა იყო, რო­მე­ლიც თურ­ქებ­თან მო­ნა­თე­სა­ვე ხალ­ხებს მუს­ლი­მუ­რი რწმე­ნით გა­არ­თი­ა­ნებ­და... ამ იდე­ამ ავ­ტო­მა­ტუ­რად აქ­ცია მათ წევ­რე­ბად უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ირან­ში, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­სა და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში უმ­ცი­რე­სო­ბა­ში ცხოვ­რობ­დნენ. "ბო­ზკურ­ტლა­რი" აცხა­დებ­და, რომ ათა­თურ­ქის იდე­ე­ბის­თვის იბ­რძოდ­ნენ და თა­ვი­ანთ თავს "იდე­ა­ლის­ტებს" უწო­დებ­დნენ. მათ რი­გებ­ში წევ­რი­ან­დე­ბოდ­ნენ ახალ­გაზ­რდა უმუ­შევ­რე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბი, რო­მელ­თაც სპე­ცი­ა­ლურ ბა­ნა­კებ­ში წვრთიდ­ნენ და რომ­ლე­ბიც მზად იყ­ვნენ თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნის­თვის თავი გა­ე­წი­რათ. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ათი ათა­სო­ბით წევ­რი ირი­ცხე­ბო­და, თუმ­ცა, მის რი­გებ­ში გაჩ­დნენ აგენ­ტე­ბიც, რომ­ლე­ბიც ამე­რი­კის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის მუ­შა­ობ­დნენ.

არა­და, "მგლე­ბის" იდე­ო­ლო­გი­ის­თვის ამე­რი­კაც ისე­ვე მი­უ­ღე­ბე­ლი იყო მა­შინ­დე­ლი თურ­ქე­თის­თვის, რო­გორც საბ­ჭო­თა კავ­ში­რი, რო­მე­ლიც მის­თვის ძა­ლი­ან დიდ საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენ­და... თა­ვის მხრივ, მათ ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლო­სუფ­ლე­ბაც კარ­გად იყე­ნებ­და, კერ­ძოდ, სა­ჭი­რო დროს დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის­თვის, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის საფრ­თხედ აღიქ­მე­ბო­და. შემ­დეგ კი კონ­ტროლს ად­ვი­ლად ამ­ყა­რებ­დნენ...

ისე, რომ თა­ვა­დაც ვერ ხვდე­ბოდ­ნენ, "ნაც­რის­ფე­რი მგლე­ბი" რე­ჟი­მის სა­სარ­გებ­ლოდ მოქ­მე­დებ­დნენ. კერ­ძოდ, მე­მარ­ჯვე­ნე და ლი­ბე­რალ აქ­ტი­ვის­ტებს კლავ­დნენ, ასე­ვე არ ინ­დობ­დნენ, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლებს, პროფ­კავ­ში­რის ლი­დე­რებს, ეთ­ნი­კურ ქურ­თებს, გავ­ლე­ნი­ან ჟურ­ნა­ლის­ტებ­სა და მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს... მათ ან­გა­რიშ­ზეა სას­ტი­კი ხოც­ვა მა­რაშ­ში, რა დრო­საც ასო­ბით ალა­ფი­ტი და­ი­ღუ­პა, ასე­ვე, პირ­ვე­ლი მა­ი­სის დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბი ტაქ­სი­მის მო­ე­დან­ზე 1977 წელს, რა­საც 42 ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა...

ასე­ვე "ნაც­რის­ფე­რი მგლე­ბის" სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა 1981 წელს, რო­მის წმინ­და პეტ­რეს მო­ე­დან­ზე იო­ა­ნე პავ­ლე II-ზე თავ­დას­ხმა, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თმა წევ­რმა მეჰ­მედ ალი აღჯამ ჩა­ი­დი­ნა - ის ცი­ხი­დან გა­მოქ­ცე­უ­ლი იყო. მას შემ­დეგ რაც პაპს ეს­რო­ლა, ის გა­ა­სა­მარ­თლეს და სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს, შემ­დეგ კი თურ­ქეთ­ში და­ა­დე­პორ­ტეს.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, დაჯ­გუ­ფე­ბამ არა­ერ­თი ლი­დე­რი გა­მო­იც­ვა­ლა და მსოფ­ლი­ოს ბევ­რი "საქ­მით" გა­აც­ნო თავი - ბოლო წლებ­ში ევ­რო­პა­შიც გა­აქ­ტი­ურ­დნენ. საქ­მე ის არის, რომ თუ ევ­რო­პა­ში თურ­ქე­ბის დი­ას­პო­რის უფ­ლე­ბე­ბის­თვის იბ­რძოდ­ნენ, სი­რი­ა­ში პი­რი­ქი­თი, - ცდი­ლობ­დნენ მათი დი­ას­პო­რის გა­ნათ­ლე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ე­ზღუ­დათ. "ნაც­რის­ფე­რი მგლე­ბის" წევ­რე­ბი თურ­ქე­თი­დან ახ­ლაც აქ­ტი­უ­რად არი­ან სი­რი­ა­ში, მათი და­ახ­ლო­ე­ბი­თი რა­ო­დე­ნო­ბის და­სა­ხე­ლე­ბაც კი ძნე­ლია.

თურ­ქუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში თურ­ქე­თის ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას პირ­და­პირ თუ ირი­ბად, თა­ვი­სი საქ­მის­თვის, რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ისე მის ფარ­გლებს გა­რეთ - ყო­ველ­თვის იყე­ნებ­და...

გაზიარება
ტეგები:
#სერქან კურტულუში
#ნაცრისფერი მგლები
მკითხველის კომენტარები /12/
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ედმონდ ბორკი
1
0
ერთადერთი რამ რაც საჭიროა ბოროტების ტრიუმფისთვის არის ის, რომ კარგმა ადამიანებმა არაფერი არ გააკეთონ.
14:57 / 18-07-2018
გამოხმაურება //
გულშემატკივარი ყოველთა გულნატკენთა
15
13
დაითვალეთ რამდენი ქართველი ჰყავთ რუხ მგლებს მოკლული,ძალიან ბევრი,რომელმა ქარტველმაც კი ქართული ენის აღდგენა შესწავლაში წვლილი შეიტანა და შეაქვს დღევანდელ თურქეთში,ეგ ვითომ რუხი მგლები ცდილობენ ყველა გაანადგურონ,ამიტომაც მე მომხრე ვარ ისრაელისაგან ვისწავლოთ ბევრი,იმისი არ იყოს მესაზღვრეებს რომ გვტაცებენ რუსები! მესაზღვრე უნდა იყოს სპეცსამსახურის კადრი და სპეცმომზადებაგავლილი! თუ არ მეთანხმებით რომ საზღვარს უნდა იცავდეს კაციჭამია მესაზღვრე? ვერ ატყოობთ რომ ჯერ გარშემო ყველა მეზობელი და მთელი მსოფლიო შოკშია ჩვენი მუსიკითა და მუსიკალური გენეტიკით,ჩვენი ფოლკლორით ცეკვებით,ბუნებით სიძველეებით,ეკლესია მონასტრებით,სტუმართმოყვარეობით,ჩვენი საჭმელებით,ჩვენი კაცთმოყვარეობით(თუმცა ცუდიც ბევრი გვჭირს-დაუნდობლობა, ურთიერთგაუტანლობა, მოყვასისარდანდობა არგატანა,ზედმეტი ლაქლაქი,სახელმწიფო საიდუმლოს არშენახვა,სამშობლოს გაყიდვა ხვლიკისფერზე და რამდენი ჩამოვთვალო?) სამაგიეროდ ვაართ ჯანმრთელნი მხიარულნი,მომლხენნი,არდამნდობნი მტერთა და მტერთამოყვარენიც კიი მართლმადიდებელნი მორწმუნენი, პირმშვენიერნი ლამაზნი ლაღნი,სამართლიანნი,მიცვალებულთა გამაპატიოსნებელ-დამტირებელ-შემნდობ-მომკითხველნი-ძველტრადიციათა მიმდევარნი,სადღეგრძელოსდღემდემომტანნი,ნიჭიერნი,სხარტნი,მრისხანენი და ყოვლითა მამა-პაპათა გრძნობა-თვისებიანნი,დღეს გადაშენებისპირასმყოფნი!!!!!!!!!!!!გავუფრთხილდეთ ქართველებო ჩვენს გენეტიკურ კოოდსა და ჩვენს ჯიშ ჯილაგს,მამულს-ენას-სარწმუნოებას, რადგან ჩვენნაირნი ერნი დედამიწის ზურგზე არ არსებობენ, შემოვრჩით ქართველნი ჩვენი მეომარი და მშრომელი წინაპრებისა და გენის მეოხებით და ჩვენი განუკურნებელი სენით: რასაც ჰქვია ნოსტალგია! ეს გვჭირს ქართველებს სამშობლოსმოწყვეტილთ და ყველას გვინდა რომ აი ააქ მამაპაპეულ მიწაწყალსა და საძვალეში დავიმარხოთ. რამდენი არშემდგარი ერი შურითა და ბოღმით გვესხმოდა და გვესხმის დღესაც თავს და გვითხრიდა და გვითხრის ძიირს დღესაც! გაახილეთ თვალები-არ აიღოთ ვალები,ჩემო ტურფა საქართველო შენ კი გენაცვალები.მიყვარხართ ქართველნო მე-გიყვარდეთ ერთურთი თქვეენ ყველას,ერიდეთ მელას და გველას,დაგლოცავთ ყველას.სისხლს ნუ ასთქვეფავთ სხვაშია,ნუ ჩაჰვარდები შხამშია,წვენი დაისხი ჯამშია,ღვინო სულ მიდის ჯანშია! დავიცვათ საძღვარი ყველამ,შემოვიღოთ მორიგეობა გინდ ერთთვიანი, ავიღოთ კაცებმა ეს ფუნქცია-მიიღეთ კანონი კანონმდებილებო ეს აუცილებელია საქართველოს დაცვა-გადარჩენისთვის. უმორჩილესად გთხოვთ გაუშვათ
02:40 / 05-07-2018
გამოხმაურება //
თედო
8
1
ლორთქიფანიძე კიარა, აჰმედ მელაშვილი მოკლეს და დაიჭრა მისი შვილი იბერია მელაშვილი.
20:22 / 04-07-2018
გამოხმაურება //
x
25
0
ნაცრისფერი კი არა, რუხი მგლები
18:23 / 04-07-2018
გამოხმაურება //
ირაკლი ქუთაისელი
14
1
რა არის აქ საკამათო? რუხი მგლები არც ჩვენ კეთილდღეობაზე ოცნებობენ. რომ იტყვიან მიაშავეთ და თვითონ გაარკვევენ ერთმანეთში მტყუან მართალს. ჩვენთგან შორს ყველანაირი ნაცისტი
18:21 / 04-07-2018
გამოხმაურება //
777
28
0
თურქეთში კანონიერი ქურდები რომ არიან მოკალათებული და ჩვენთან გავლენების აღდგენას რომ ცდილობენ, აი მაგათი გადმოცემა მოვითხოვოთ სანაცვლოდ!
16:55 / 04-07-2018
გამოხმაურება //
777
8
3
საერტოდ რომ არ დაეჯირად რა მოხდებოდა ვიტომ, გაეჰვატ სხვა კვეკანაჰი ტუ უცხოა ეგეტები სპეც სამსახურებისტვის მაგრამ ბინზური ტამაჰების ჯაჯვია კველგან.
16:39 / 04-07-2018
გამოხმაურება //
***
14
8
ასავალ დასავალში თუ დაიწერა, მაშინ ხომ წყალი არ გაუვა მაგ ინფორმაციას. გამოდის არცერთ ქვეყანას არ უნდა გადაეცეს, თუ საქართველოს წინაშეა დამნაშავე.
15:52 / 04-07-2018
გამოხმაურება //
megi
6
0
ქურთ,ნისშნავს მგელს
15:34 / 04-07-2018
გამოხმაურება //
მგლის კიშისა
18
1
რუხი მგლები ჰქვიათ და მათ მოკლული ჰყავთ დიდი ქართველი,თურქეთში დაბადებული მოღვაწე,საქართველოსთვის თავდადებული,კაი ყმა,ქართული კულტურის დამცველი და ქართული გაზეთის რედაქტორი ლორთქიფანიძე,მერე მის ბიჭს უპირებდნენ მოკვლას,მან კი მამის გამო სისხლი აიღო,,ზღვა გადმოცურა და ისე შემოვიდა საქართველოს საზღვარზე,ასავალ დასავალში იყო ეს ინფორმაცია 2017 წელს და ამ დიდ ქართველს საქართველოს მოქალაქეობას არ აძლევდნენ,თურქეთის მხარე კი ითხოვდა ამ ვაჟკაცი კაცის გადაცემას, რადგან მას მკვლელობისთვის მიუსაჯეს,მამამისის სიკვდილისათვის კი არავინ დაუსჯიათ.და რა გაყვირებთ თუ ვინ დაიჭირეეთ,ვინ იცის ამ არაკაცსაც რამდენი ქართველის სისხლი აწევს კისერზე,ინფორმაციას ხომ მაინც მიიღებდით! თუ დაზვერვა- კონტრდაზვერვა არ არსებობს ჩვენთან?
15:13 / 04-07-2018
გამოხმაურება //
მსქროლავი ტროლი
14
4
რომ არ გადავცეთ, არ გამოვა - იქით რუსებს გადავიმტერებთ (ვითომ უმაგისოდ გვაკლდეს) და აქეთ - თურქეთს (ნუ, ეგენი სულ შაქარ-მურაბაში გვაბანავებენ)... ჰოდა, მე თუ მკითხავთ, უნდა გადავცეთ, ოღონდ წინასწარ გმირის წოდება მივანიჭოთ, პირველი ხარისხის ორდენით დავაჯილდოვოთ და სამუდამო პენსიაც დავუნიშნოთ - არც მწვადს დავწვავთ და არც - შამფურს... არ ვხუმრობ, ამ შემთხვევაში მე, სრულიადაც...
14:31 / 04-07-2018
გამოხმაურება //
კეთილი სამარიტელი
7
1
ნაცრისფერი კი არა, რუხი მგლები ჰქვიათ. ისე საინტერესოა, თურქულად ბოზკურტი არის მგელი თუ კურტლარი?
14:26 / 04-07-2018
გამოხმაურება //
გააკეთეთ კომენტარი
ყველა კომენტარი
რუბრიკის სხვა სიახლეები
15:17 / 12-02-2019
"არ ჰქონდათ საკვები და წყალი, იყო კანიბალიზმის შემთხვევებიც..." - ომში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მეომრების ახალი გვარ-სახელები გერმანიიდან
17:06 / 04-02-2019
თავდაცვის სამინისტროში სამხედრო მოსამსახურეებისთვის უნიფორმები არ ჰყოფნით
18:17 / 19-01-2019
თბილისში 12 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს - "ჯართის შესაგროვებლად თხრილში ჩავიდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და ქვეშ მოიყოლა"
იხილეთ მეტი
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
ყველა უფლება დაცულია
ყველა უფლება დაცულია