Gmail-ში თქვენს მიმოწერებს სხვებიც კითხულობენ?

Gmail-ში თქვენს მიმოწერებს სხვებიც კითხულობენ?

კომპანია Google-მა დაადასტურა, რომ Gmail-ში პირად მიმოწერას ზოგჯერ შეიძლება სხვა ადამიანებიც კითხულობდნენ, რომლებიც აპლიკაციების შემქნელებზე მუშაობენ.

ადამიანებმა, რომლებმაც სხვადასხვა აპლიკაციის გამოყენება თავიანთ ექაუნთს მიაბეს, ისე დართეს ნება აპლიკაციების შემქნელებს, მათ პირად მიმოწერაზე ჰქონდეთ წვდომა, რომ ამას თავადაც ვერ იაზრებენ.

ერთ-ერთმა მსგავსმა კომპანიამ Wall Street Journal-თან საუბარში აღნიშნა, რომ ეს ჩვეული პრაქტიკა და ინდუსტრიის "ბინძური საიდუმლოა". კორპორაცია Google-მა საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს პრაქტიკა კომპანიის წესებს არ ეწინააღმდეგება.

Gmail ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ელექტრონული საფოსტო სერვისია მსოფლიოში - მას 1,4 მილიარდი დარეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს.

"გუგლი" ნებას რთავს მომხმარებელს, თავის ექაუნთს მიუერთონ მესამე პირის მიერ შემუშავებული აპლიკაციები, მაგალითად აპლიკაციები, რომლებიც ბილეთების დაჯავშნისას ან პროდუქციისა და მომსახურების ფასების შედარებაში გვეხმარება. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს ეკითხებიან, თანახმაა თუ არა ის, რომ მეილზე არსებულ ინფორმაციასთან ჰქონდეს წვდომა პროგრამის შემმუშავებელს.

Wall Street Journal წერს, რომ ზოგჯერ ამ კითხვაზე დათანხმება იმას ნიშნავს, რომ აპლიკაციის შემქმნელი კომპანიის თანამშრომლებს პირად მიმოწერაზე წვდომასაც კი ვაძლევთ.

რა არის გამოსავალი?

როგორც წესი, მსგავს შემთხვევებში ელექტრონულ ფოსტაზე არსებულ ინფორმაციას ალგორითმი მექანიკურად ასკანერებს, თუმცა Wall Street Journal-ს რამდენიმე კომპანიამ განუცხადა, რომ მათი თანამშრომლები პირადად კითხულობენ ათასობით მეილს განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს