ავარია დიღომში: დაღუპულია 3 ადამიანი

ავარია დიღომში: დაღუპულია 3 ადამიანი

დიღომში, მარშალ გელოვანის გამზირზე ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაშავებულია. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი და ერთი მიკროავტობუსი შეეჯახა.

სამივე გარდაცვლილი „მერსედესში“ მჯდომი პირია. აღნიშნული ავტომანქანა აზერბაიჯანის სანომრე ნიშნებით მოძრაობდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც 2 ან მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო