პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური დაჭრეს: "არ ვიცი, ვინმესთან თუ ჰქონდა კონფლიქტი, არ გამიგია"

პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური დაჭრეს: "არ ვიცი, ვინმესთან თუ ჰქონდა კონფლიქტი, არ გამიგია"

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური წუხელ, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას სამი ტყვია ფეხში აქვს მოხვედრილი.

მინდია გოგოჭური მაკა ჩიჩუას ქალიშვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა.

დაჭრის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში წუხელ მეგობრებმა მიიყვანეს. როგორც კლინიკაში აცხადებენ, გოგოჭურს გვიან ღამით ოპერაცია გაუკეთდა. "ქვემო კიდურის მიდამოებში აღენიშნება მრავლობითი ჭრილობები და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს", - აცხადებენ კლინიკაში.

მათივე ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობის შესახებ მკურნალი ექიმი განცხადებას ერთ საათში გააკეთებს.

საქართველოს პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილის განცხადებით, მისთვის უცნობია, რა გახდა მათი ოჯახის წევრის, მინდია გოგოჭურის დაჭრის მოტივი. როგორც ანა მარგველაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მომხდართან დაკავშირებით მედიით გაიგო.

„საერთოდ არ ვიცი, რა მოხდა. მომხდარზე გუშინ ღამე ჟურნალისტისგან გავიგე ინფორმაცია. არ ვიცი, ვინმესთან, თუ ჰქონდა კონფლიქტი, არ გამიგია. ამის თაობაზე ჯერ არც მინდიასთან მისაუბრია,“ - განაცხადა ანა მარგველაშვილმა.

გოგოჭური 2017 წლის იანვარშიც დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტის სიძეს დაზიანება მხარის არეში ჰქონდა მიყენებული. მაშინ შემთხვევა თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე მოხდა და გოგოჭურთან ერთად მისი მეგობარიც დაჭრეს. ორივე შემთხვევაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

იხილეთ: პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს - "აღენიშნება მრავლობითი ჭრილობები"

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო