რას გულისხმობს თბილისის ე.წ. სმარტ ქალაქად გადაქცევის კონცეფცია - გენგეგმის ავტორები მერიას რეკომენდაციაით მიმართავენ

რას გულისხმობს თბილისის ე.წ. სმარტ ქალაქად გადაქცევის კონცეფცია - გენგეგმის ავტორები მერიას რეკომენდაციაით მიმართავენ

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ავტორები მერიას თბილისის ე.წ. სმარტ ქალაქად განვითარებას სთავაზობენ. როგორც გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დედაქალაქს ინტერნეტის, მზის და ქარის ენერგიების გამოყენების დიდი პოტენციალი აქვს.

„ჭკვიანი ქალაქი, ე.წ. სმარტ ქალაქი გულისხმობს დედაქალაქში ინტერნეტის, ასევე, მზისა და ქარის ენერგიების გამოყენებას, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას. ინტერნეტი მეტ-ნაკლებად არის ქალაქში, მაგრამ „სმარტ ქალაქში“, როგორც წესი, ბევრი რამ წყდება ინტერნეტის გამოყენებით. მაღაზიები საერთო ქსელში უკავშირდებიან ერთმანეთს და მომხმარებელს აქვს გამარტივებული წვდომა პროდუქტზე, გამარტივებულად ხდება ვაჭრობა, რაც ჩვენთან არ არის.

გარდა ამისა, თბილისი არაფრის ენერგიას არ იყენებს, არც ქარის, არც მზის ენერგიას, რომელიც ასევე ეფექტურად შეიძლება გამოიყენოს, ამის პოტენციალი თბილისს აქვს, ამიტომ რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ მერიამ სტრატეგია შეიმუშაოს“, - განაცხადა სალუქვაძემ. თბილისის მერიას ჭკვიანი ქალაქის (ე.წ. სმარტ სითი) სტრატეგიის შესამუშავებლად 2020-2021 წლები აქვს განსაზღვრული, რითაც, გენგეგმის ავტორები ფიქრობენ, რომ ტექნოლოგიების გამოყენებით მართვის სისტემის გაუმჯობესება და ურბანული ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება მოხდება.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ